კვირა, თებერვალი 16, 2025
ფრენები
მთავარიახალი ამბებისაქართველოდან ,,ოსკარზე" წარსადგენი ფილმი ცნობილია
spot_img

საქართველოდან ,,ოსკარზე” წარსადგენი ფილმი ცნობილია

frenis kompensaciafrenis kompensacia

ამერიკის კინოაკადემიის “ოსკარის“ 2023 წლის ნომინაციაზე საქართველოდან წარსადგენი ფილმის შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა დავით ფირცხალავას ფილმმა “დიდი შესვენება”, –  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. 

“დიდი შესვენება” გადაღებულია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით და დავით ფირცხალავას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია.

კომისიამ გამარჯვებული 15 სექტემბერს გამოავლინა. დავით ფირცხალავას ფილმმა 12-დან 8 ხმა მიიღო.

კომისიის შემადგენლობაში იყვნენ:

1. ოთარ ბუბაშვილი;
2. მინდია ესაძე;
3. ლევან თუთბერიძე;
4. ვლადიმერ კაჭარავა;
5. ედმონდ მინაშვილი;
6. ირაკლი სამსონაძე;
7. ანა ურუშაძე;
8. ზაზა შათირიშვილი;
9. ნიკუშა შენგელაია;
10. ნინო ჩიმაკაძე;
11. მაია ჭილაშვილი;
12. მარიამ ხაჭვანი.

კონკურსში 6 ქართული ფილმი მონაწილეობდა:

 1. “ატონალური გაბრწყინება” – რეჟისორი ალექსანდრე ქორიძე;
 2. “ბოსტანი კონფლიქტის ზონაში” – რეჟისორი ბესო სოლომანაშვილი;
 3. “დიდი შესვენება” – რეჟისორი დათა ფირცხალავა;
 4. „მოთვინიერება“ – რეჟისორი სალომე ჯაში;
 5. „ოთარის სიკვდილი“ – რეჟისორი იოსებ ბლიაძე;
 6. “ტყვია“ – რეჟისორი ხათუნა ვაშაძე.

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ამერიკის კინოაკადემიას კონკურსში გამარჯვებულ ქართულ ფილმს უახლოეს მომავალში წარუდგენს.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!