აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მეუღლესთან, მაგდა მამულაძესთან ერთად უფროსი შვილი ელიზაბეტი ბათუმის მერვე საჯარო სკოლაში მიიყვანა.
,,პატარა ელიზაბეტის პირველი დღე სკოლაში“, – შვილის სკოლაში შესვლასთან დაკავშირებით თორნიკე რიჟვაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
თორნიკე რიჟვაძემ პედაგოგებს და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.






 
                                    




 
                 
     
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
   
         
   
         
   
         
   
         
   
         
   
         
   
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
        