შაბათი, დეკემბერი 21, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიქუთაისში 6 ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა

ქუთაისში 6 ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა

frenis kompensaciafrenis kompensacia

ქუთაისში, ნიკეას#12-ში მცხოვრებ 6 ოჯახს საკუთრებაში ბინები გადაეცა.

ეს ოჯახები წლების განმავლობაში ითხოვდნენ საცხოვრებელი ფართების დაკანონებას.

„დიდი შრომა გავწიეთ იმისათვის, რომ ეს პრობლემური საკითხი მოგვეგვარებინა. ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა ლომინაძის აქტიური ჩართულობით, ეკონომიკის სამინისტროს და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, შევძელით და ოჯახებს, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდნენ ამ ბინებში, დავუკანონეთ საცხოვრებელი ფართები.

ოჯახებს ბინები საკუთრებაში სიმბოლურ ფასად გადავეცით",  განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი გრძელდება. შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვების შემდეგ, ბინები საკუთრებაში კიდევ სხვა ოჯახებსაც გადაეცემათ.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!