Feedc-ის დამფუძნებლის 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან 1 წელი გავიდა.
ჟურნალისტი სოფიო კაკაჩია სოციალურ ქსელში ნიკოს შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ფეხბურთელს ნიკო კვარაცხელიას მიმართავს.
„ნიკო კვარაცხელიას სასტიკი მკვლელობიდან დღეს წელიწადი შესრულდა...
წალენჯიხა, რომელიც ჩემი დედულეთია და ძალიან მიყვარს, ასევე ორი არაჩვეულებრივი ბიჭის მშობლიური კუთხეცაა, თან ორივე კვარაცხელიასი...
ნიკო წაგვართვეს, ხვიჩა კი იპყრობს მწვერვალებს...
თუ ეს მიმართვა ხვიჩამდე მივა, ვისურვებდი, რომ მას ერთი გოლი ნიკოს ხსოვნისთვის მიეძღვნა...“, - წერს სოფიო კაკაჩია