შაბათი, დეკემბერი 21, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიქსენია სობჩაკი თბილისშია - რატომ ჩამოვიდა აქტივისტი საქართველოში

ქსენია სობჩაკი თბილისშია – რატომ ჩამოვიდა აქტივისტი საქართველოში

frenis kompensaciafrenis kompensacia

რუსი ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი ქსენია სობჩაკი თბილისში ჩამოვიდა. როგორც თავად ამბობს,  საქართველოში კერძო ვიზიტით იმყოფებოდა.

„მიყვარს თბილისი. აქ საკმაოდ ხშირად მოვდივარ. აქ არის მამაჩემის ძეგლი. რაც შეეხება იმას, რომ რუსეთის მოქალაქეებს უარს ეუბნებიან საქართველოში შემოსვლაზე, ვიცი, რომ ზოგიერთი ჩემი კოლეგა აქ არ შემოუშვეს, მათ შორის (ტელეკომოანია „დოჟდის“ ჟურნალისტი) მიხაილ ფიშმანი. არ ვიცი, რატომ უთხრეს მას უარი. საქართველო სუვერენული ქვეყანაა. ასეთი გადაწყვეტილების მიღება ნებისმიერი ქვეყნის უფლებაა. საზღვარზე არანაირი პრობლემა არ მქონია“, - განაცხადა სობჩაკმა „ფორმულასთან“.

საქართველომ საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიმართ. ფონდის „თავისუფალი რუსეთის“ ინფორმაციით, დღეში რამდენიმე ათეულ რუსეთის მოქალაქეს საზღვარიდან აბრუნებენ. მათ შორის არიან ოპოზიციონერები და ჟურნალისტები.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!