პარასკევი, ნოემბერი 8, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები,,უკრაინელი ხალხის ოკუპაცია შეუძლებელია" - ზელენსკი

,,უკრაინელი ხალხის ოკუპაცია შეუძლებელია” – ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი დეოკუპირებულ იზიუმში ჩავიდა.

ქალაქში უკრაინის სახელმწიფო დროშა აღმართეს. ღონისძიებაზე დამსწრე პირებმა თავდაპირველად წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულების ხსოვნას. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს უკრაინული მიწების გათავისუფლებისთვის და თქვა, რომ სახელმწიფო დროშა ყველა ქალაქში აღიმართება.

"ადრე, როცა მაღლა ავიხედავდით, ყოველთვის ვეძებდით ცისფერ ცას, მზეს, დღეს კი, ზემოთ ახედვისას, ჩვენ და განსაკუთრებით დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხი, მხოლოდ ერთს ვეძებთ - ჩვენ სახელმწიფო დროშას. ეს ნიშნავს, რომ გმირები აქ არიან, ეს ნიშნავს, რომ მტერი წავიდა, გაიქცა. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ხალხის, ჩვენი გულების, შვილების და მომავლის გადარჩენისთვის.

ბოლო თვეები ძალიან რთული იყო თქვენთვის, ამიტომ გთხოვთ: გაუფრთხილდით საკუთარ თავს, თქვენ ხართ ყველაზე ძვირფასი, რაც გვაქვს. ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია ალბათ შესაძლებელია, მაგრამ ჩვენი ხალხის, უკრაინელი ხალხის ოკუპაცია ნამდვილად შეუძლებელია," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!