შაბათი, თებერვალი 24, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიუმძიმესი ტრაგედიის კადრები - ავარიისას დაღუპული კაცის მეუღლე კლინიკაში გარდაიცვალა

უმძიმესი ტრაგედიის კადრები – ავარიისას დაღუპული კაცის მეუღლე კლინიკაში გარდაიცვალა

kompensacia frenebzekompensacia frenebze

საგარეჯოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული, კიდევ ერთი მგზავრი გარდაიცვალა. შუა ხნის ქალი „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში სოფელ მანავთან მომხდარი ავარიის შემდეგ გადაიყვანეს.

ჰოსპიტალში „პრაიმტაიმს“ განუმარტეს, რომ ქალს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ ოპერაცია ჩაუტარდა ჩვენთან. მძიმე მდგომარეობა ჰქონდა და ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა. როგორც იცით, მისი მეუღლე ადგილზე გარდაიცვალა“, – განაცხადა მორიგე ექიმმა.

მძიმე მდგომარეობაშია ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდა ქალი, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად, „ამტელ-ჰოსპიტალშია“ გადაყვანილი.

ბავშვის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია და ის პედიატრების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 12 სექტემბერს მოხდა.

მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც რუსთავში მცხოვრები ერთი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, სოფელ მანავთან ტრაილერს შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა მამაკაცი, რომელიც კლინიკაში დაღუპული ქალის მეუღლეა. დაშავებული ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი კი, გარდაცვლილების შვილიშვილი და შვილთაშვილი არიან.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!

aviabiletebi avia.ge