სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებირუსეთი სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის გამო შეშფოთებულია

რუსეთი სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის გამო შეშფოთებულია

amindi

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა, თავი შეიკავონ კონფლიქტის შემდგომი ესკალაციისგან და დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას 13 სექტემბერს, ღამით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ცალკეულ რაიონებში სიტუაციის მკვეთრი გამწვავების გამო.

„მოვუწოდებთ მხარეებს, თავი შეიკავონ სიტუაციის შემდგომი ესკალაციისგან, გამოიჩინონ თავშეკავება და დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის, 2021 წლის 11 იანვრისა და 26 ნოემბრის სამმხრივი განცხადებების შესაბამისად“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები შუაღამისას დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, მხარეები ესკალაციაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!