მთავარიბლოგიგასაყიდი ბინები ბაკურიანში - Mziani Valley-ის გადახდის პირობები
თვითფრინავის ბილეთები

გასაყიდი ბინები ბაკურიანში – Mziani Valley-ის გადახდის პირობები

ბაკურიანში ბინის შერჩევისას მყიდველების უმეტესობა ერთსა და იმავე ბარიერს აწყდება: ან პროექტის ჩაბარების ვადაა ბუნდოვანი, ან გადახდის გრაფიკი მოითხოვს თანხის დიდი ნაწილის ერთჯერადად მობილიზებას. სათხილამურო ტრასებთან მდებარე Mziani Valley ამ ორ პრობლემას კონკრეტული პირობებით პასუხობს – 20%-იანი პირველადი შენატანით (დაახლოებით $10,000-დან) და 32-თვიანი შიდა უპროცენტო განვადებით, რომელიც მთლიანად მშენებლობის პროცესზეა გადანაწილებული.

უძრავი ქონების ბაზარზე წარმოდგენილი გასაყიდი ბინები ბაკურიანში ხშირად განსხვავდება როგორც დაფინანსების პირობებით, ისე სამშენებლო ტემპით. Mziani Valley-ის შემთხვევაში მყიდველი თავიდანვე ხედავს სრულ ფინანსურ და ტექნიკურ სურათს – კვადრატული მეტრის ფასიდან დაწყებული, ჩაბარების კონკრეტული სტანდარტით დასრულებული.

Mziani Valley: პროექტის კონცეფცია და სამშენებლო დინამიკა

ბაკურიანის კლიმატი მშენებლობისას განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, თოვლის საფარი და მთისთვის დამახასიათებელი ამინდი გავლენას ახდენს როგორც სამუშაოების დაგეგმვაზე, ისე სამშენებლო მასალების შერჩევაზე. Mziani Valley-ის პროექტი მთის გარემოს თავისებურებების გათვალისწინებით არის დაგეგმილი. ამ პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კონსტრუქციის მდგრადობას, საძირკვლის გამართულობასა და შენობის თბოიზოლაციას. 

კომპლექსის განაშენიანების გეგმა ისეა დაპროექტებული, რომ შენობები ერთმანეთს არ ფარავდეს და თითოეულ ბინაში მაქსიმალურად შემოდიოდეს ბუნებრივი განათება. ფართო ვიტრაჟები და აივნები წიწვოვან ტყესა და სათხილამურო ფერდობებს გადაჰყურებს. საცხოვრებელი კორპუსების პარალელურად, ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცეებიც ეწყობა, რაც მყიდველს ეხმარება, წინასწარ შეაფასოს არა მხოლოდ ბინის შიდა ფართობი, არამედ ის გარემოც, რომელშიც მომავალში გაატარებს დროს.

აპარტამენტების ფართობები და საფასო პოლიტიკა

ზოგადად, ნებისმიერი ბინის არჩევისას მნიშვნელოვანია, რამდენად შეესაბამება მისი ფართობი მფლობელის საჭიროებებს. გასათვალისწინებელია როგორც ადამიანების რაოდენობა, რომლებიც აპარტამენტით ისარგებლებენ, ისე სტუმრობის სიხშირე. Mziani Valley-ში ფართობები 31.4 მ²-იანი სტუდიოებით იწყება, რომელთა საწყისი ფასი $51,800 – ია.  მეტი სივრცის საჭიროების შემთხვევაში, პროექტში გათვალისწინებულია ერთსაძინებლიანი და უფრო დიდი აპარტამენტებიც. ამ ტიპის ბინებში საძინებელი მისაღები სივრცისგან გამოყოფილია. პროექტის მიხედვით, კვადრატული მეტრის საშუალო ფასი დაახლოებით $1,650-ია, თუმცა, საბოლოო ღირებულება დამოკიდებულია კონკრეტული აპარტამენტის ფართობზე, განლაგებასა და მდებარეობაზე.  დღეს ბაზარზე წარმოდგენილი მშენებარე ბინები ბაკურიანში ერთმანეთისგან სწორედ ამ პარამეტრებით განსხვავდება.

აქვე მნიშვნელოვანია, მყიდველმა წინასწარ გაარკვიოს, რა შედის აპარტამენტის ღირებულებაში და რა ინფრასტრუქტურით შეძლებს ის სარგებლობას. გასათვალისწინებელია საერთო სარგებლობის ზონების მდგომარეობა, ლიფტების ხარისხი, საინჟინრო სისტემები და შენობის მოვლა-პატრონობის პირობები. ეს საკითხები განსაკუთრებით საყურადღებოა ბაკურიანის კლიმატის გათვალისწინებით, რადგან ზამთარში დაბალი ტემპერატურა გათბობის, წყალმომარაგებისა და სხვა სისტემების გამართულ მუშაობას მოითხოვს. ამ დეტალების ცოდნა მყიდველს დაეხმარება, უკეთ შეაფასოს აპარტამენტის ფასი და მასთან დაკავშირებული ხარჯები.

გადახდის პირობები: ბინები განვადებით 20%-იანი პირველადი შენატანით

იმის გათვალისწინებით, რომ 20%-იანი პირველადი შენატანი და 32-თვიანი შიდა განვადება მშენებლობის პროცესის მიხედვით ნაწილდება, ფინანსური ვალდებულებები ეტაპობრივად, წინასწარ გაწერილი გრაფიკით იფარება. მსგავსი მიდგომა სრულად გამორიცხავს მსხვილი კაპიტალის ერთჯერადად მობილიზების აუცილებლობას. ყოველთვიური თუ კვარტალური შენატანები სრულად უპროცენტოა და არ საჭიროებს საბანკო სტრუქტურებთან ურთიერთობას ან დამატებით ბიუროკრატიულ პროცედურებს. 

გარდა სტანდარტული გრაფიკისა, გაყიდვების დეპარტამენტი მყიდველთან ერთად ადგენს გადახდის ინდივიდუალურ კალენდარსაც, რომელიც მორგებულია კონკრეტული ოჯახის ან ინვესტორის შემოსავლების სპეციფიკაზე. დღეს ბაზარზე წარმოდგენილი ბინები განვადებით იშვიათად იძლევა ერთდროულად 20%-იანი პირველადი შენატანისა და 32-თვიანი უპროცენტო პერიოდის კომბინაციას, რაც ამ კონკრეტულ შეთავაზებას რეალურ პრაქტიკულ უპირატესობას ანიჭებს.

ჩაბარების ზუსტი ვადა და სამშენებლო გრაფიკი

მყიდველისთვის, რომელიც ბინას დასვენებისთვის ან სეზონური გაქირავებისთვის არჩევს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როდის და რა მდგომარეობაში ჩაბარდება ქონება. პროექტის დასრულების ვადები მკაფიოდ ფიქსირდება ხელშეკრულებაში და სამუშაოები დამტკიცებული გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს . ვადების წინასწარი ცოდნა მობინადრეს საშუალებას აძლევს, ზუსტად დაგეგმოს რემონტის დაწყების დრო და მოემზადოს კონკრეტული ტურისტული სეზონისთვის.

Mziani Valley-ის კომპლექსის მშენებლობის დასრულება 2026 წლის ბოლოს, 2027 წლის დასაწყისშია გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში ხელშეკრულებაში ფიქსირებული ვადები და პროგრესის დროული მონიტორინგი ყოველგვარ გაურკვევლობას გამორიცხავს. როდესაც სამშენებლო კალენდარი გამჭვირვალეა, მფლობელი მოლოდინის რეჟიმში წინასწარ იწყებს ინტერიერის დიზაინზე ფიქრს, არჩევს ავეჯსა და ტექნიკას და განსაზღვრავს, როგორ მოაწყობს აპარტამენტს.

კომპლექსის შიდა ინფრასტრუქტურა და დასასვენებელი სივრცეები

ბაკურიანში ზამთარი სათხილამურო სპორტთან ასოცირდება, ზაფხულში კი კურორტი სეირნობისა და მთაში აქტიური დასვენების მოყვარულებისთვისაა  განსაკუთრებით მიმზიდველი. Mziani Valley-ს ინფრასტრუქტურა ორივე პერიოდზეა გათვლილი. კომპლექსის ტერიტორიაზე დაგეგმილი დახურული საცურაო აუზი, სპა და ფიტნესცენტრი მობინადრეებსა და სტუმრებს სთავაზობს შესაძლებლობას, სეზონისა და ამინდის მიუხედავად, ნებისმიერ დროს ისარგებლონ სრულფასოვანი სერვისით.

ოჯახებისთვის გათვალისწინებულია ბავშვთა სათამაშო სივრცეები და რეკრეაციული ზონები. კომპლექსის ტერიტორიაზე ასევე გაიხსნება კაფე-რესტორნები. ეს ინფრასტრუქტურა განსაკუთრებით გამოსადეგია მათთვის, ვინც ბაკურიანში რამდენიმე დღით ან უფრო ხანგრძლივი პერიოდით ჩერდება და ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად კომპლექსის ტერიტორიის დატოვება არ სურს.

ამ პირობების გათვალისწინებით, ბაკურიანში მშენებარე ბინების შედარებისას, ყურადღება კომპლექსის საერთო კონცეფციასაც უნდა დაეთმოს. Mziani Valley-ის შემთხვევაში ინფრასტრუქტურა გათვლილია სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის მქონე სტუმრებზე, რაც აპარტამენტის გამოყენების შესაძლებლობებს აფართოებს. ეს გარემო მნიშვნელოვანია როგორც ოჯახებისთვის, რომლებიც ბაკურიანში რეგულარულად ისვენებენ, ისე მათთვის, ვინც შეძენილი ბინის სეზონურად გაქირავებას განიხილავს.  

Mziani Valley-ს ლოკაციის პრაქტიკული უპირატესობა ოთხივე სეზონზე

Mziani Valley სათხილამურო ტრასებთან ახლოს მდებარეობს, რაც ზამთარში დამსვენებლებს საშუალებას აძლევს, სასრიალოდ ფეხით მივიდნენ და დღის განმავლობაში ავტომობილით გადაადგილება არ დასჭირდეთ. 

ზაფხულსა და შემოდგომაზე კომპლექსის მდებარეობის უპირატესობა წიწვოვან ტყესთან სიახლოვე და მშვიდი გარემოა. ბაკურიანის ცენტრალურ ნაწილამდე, სუპერმარკეტებსა და აფთიაქებამდე მისვლა კი, როგორც ფეხით, ისე ტრანსპორტით, არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს.

გასაყიდი ბინები ბაკურიანში – აპარტამენტების შერჩევისა და შეძენის პროცესი

გამომდინარე იქიდან, რომ გასაყიდი ბინები ბაკურიანში მდებარეობით, განლაგებითა და ხედებით განსხვავდება, Mziani Valley-ში სასურველი აპარტამენტის შერჩევა, პირველ რიგში, ხელმისაწვდომი ვარიანტების გაცნობით იწყება. ამ პროცესში დაინტერესებულ პირებს კონსულტაციას უწევს Central Management Group, რომელიც Mziani Valley-ის გაყიდვებსა და მარკეტინგზეა პასუხისმგებელი. გაყიდვების გუნდი დაინტერესებულ პირებს აწვდის ინფორმაციას თავისუფალი ბინების, მათი ფართობების, სართულებისა და ხედების შესახებ, ასევე დეტალურ გეგმებსა და ფასების ცხრილს. 

კონკრეტული აპარტამენტისა და სართულის შერჩევის შემდეგ, მომდევნო ნაბიჯი ფინანსური პირობების დაზუსტებაა. თუ მყიდველი შიდა განვადებით სარგებლობას გადაწყვეტს, კომპანია ამზადებს გადახდის ინდივიდუალურ კალენდარს, სადაც მკაფიოდ აისახება ყოველი შენატანის ოდენობა და ვადები. ამგვარად, ხელშეკრულების გაფორმებამდე შესაძლებელია ბიუჯეტის სრული სურათისა და ფინანსური ვალდებულებების წინასწარ შეფასება – პირველადი შენატანიდან საბოლოო ანგარიშსწორებამდე.

მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით