თბილისში დღეს 800 000-ზე მეტი ავტომობილია რეგისტრირებული. ქალაქში, რომელიც ათწლეულების წინ ამ რაოდენობის მეოთხედისთვისაც კი არ იყო გათვლილი, ქუჩები თითქმის უცვლელი დარჩა, ავტომობილების რაოდენობა კი რამდენჯერმე გაიზარდა. აქედან გამომდინარე, მოძებნო საპარკინგე ადგილი თბილისში, სახლთან, სამსახურთან თუ ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე დღეს უკვე ყოველდღიური გამოწვევაა, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში.
ამ პირობებში ახალი საცხოვრებლის არჩევისას სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ერთი პრაქტიკული საკითხი: სად გააჩერებთ ავტომობილს? „კოორდინატში’’ ამ პრობლემის გადაჭრა სამომავლოდ არ გადაუდიათ. პარკინგი პროექტის ერთ-ერთი საბაზისო ელემენტია, რომელიც კომპლექსის დაგეგმვის პროცესში თავიდანვე პრიორიტეტად განისაზღვრა.
პარკინგი თბილისში და „კოორდინატის’’ კონცეფცია
პარკინგის პრობლემა თბილისში მხოლოდ თავისუფალი ადგილის დეფიციტით არ შემოიფარგლება. თანამედროვე საცხოვრებელი პროექტების წინაშე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა დგას: როგორ შეიქმნას გარემო, სადაც ავტომობილებისა და მაცხოვრებლების სივრცეები ერთმანეთისგან სწორად იქნება გამიჯნული.
„კოორდინატში’’ ეს მიდგომა პირველ რიგში ურბანული კომფორტის იდეას უკავშირდება. საცხოვრებელი გარემო აქ ისეა გააზრებული, რომ ყოველდღიური გადაადგილება არ გადაიზარდოს ქაოსურ მოძრაობაში და საერთო სივრცეები მაქსიმალურად მოწესრიგებულად გამოიყურებოდეს. ეს განსაკუთრებით ჩანს შიდა ეზოს დაგეგმარებაში, სადაც მთავარი აქცენტი ფეხით მოსიარულეთა თავისუფალ გადაადგილებაზე კეთდება.
შედეგად, კომპლექსის ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა არ არღვევს სიმშვიდეს, რაც მაცხოვრებლებს უფრო უსაფრთხო და კომფორტულ პირობებს უქმნის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახებისთვის, რადგან საერთო სივრცეები მაქსიმალურად ადაპტირებულია დასვენებისა და ყოველდღიური აქტივობების ხელშესაწყობად.
ავტომობილებისთვის მოწყობილია 3-დონიანი მიწისქვეშა პარკინგი, რომელიც აღჭურვილია ჭკვიანი ტექნოლოგიით და ავტომატურად ცნობს სანომრე ნიშნებს, ასევე ზღუდავს ტერიტორიაზე უცხო ტრანსპორტის გადაადგილებას. გარდა საპარკინგე ადგილებისა, ,,კოორდინატის’’ ინფრასტრუქტურა მოიცავს ავტომობილის სამრეცხაოს, ელექტრომობილების დამტენ სადგურებსა და პირადი ნივთების შესანახ სათავსოებს.
უსაფრთხოების ახალი სტანდარტი: რატომ არის მიწისქვეშა პარკინგი აუცილებელი
მიწისქვეშა პარკინგი თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსებში უკვე აუცილებელი სტანდარტია. ღია სადგომზე დაყენებული ავტომობილები ქურდობის, დაზიანებისა თუ ვანდალიზმის რისკის ქვეშ გაცილებით ხშირად დგება, ვიდრე დახურულ, კონტროლირებად სივრცეში მდგარი. სწორედ ამიტომ, მყიდველისთვის პარკინგის არსებობა დღეს გადაწყვეტილების მიღებისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
ეს ტენდენცია ქალაქის ურბანული განვითარების პროცესშიც სულ უფრო მკაფიოა. პოტენციური მცხოვრებლები დღეს უკვე ითხოვენ არა უბრალოდ ადგილს მანქანისთვის, არამედ კარგად ორგანიზებულ, თანამედროვე ინფრასტრუქტურას. ,,კოორდინატის’’ ბინები ორთაჭალაში და ზოგადად მთელი ეს კომპლექსი ამ სტანდარტს სრულად პასუხობს – პარკინგი აქ თავისუფლად იძლევა იმის გარანტიას, რომ სისტემა იქნება ფუნქციური და მაცხოვრებლების ყოველდღიურობაზე მორგებული.
გარდა ყოველდღიური სარგებლისა, მიწისქვეშა პარკინგი პირდაპირ კავშირშია უძრავი ქონების საინვესტიციო პოტენციალთან. პრაქტიკა ადასტურებს, რომ სრულფასოვანი საპარკინგე ინფრასტრუქტურის მქონე პროექტები დროთა განმავლობაში უფრო მაღალ საბაზრო ღირებულებას ინარჩუნებს. მყიდველისთვის ეს ნიშნავს არა მხოლოდ მოწესრიგებულ გარემოს დღეს, არამედ ქონებას, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში, ინვესტიციის თვალსაზრისით, უფრო და უფრო მიმზიდველი გახდება.
პარკინგის ინფრასტრუქტურა დეტალებში
როგორც უკვე აღვნიშნეთ, „კოორდინატის’’ პარკინგი არის სისტემურად გამართული გარემო, სადაც სერვისები მაცხოვრებლის ყოველდღიურ რუტინას მაქსიმალურად ამარტივებს. ბაზარზე, სადაც პარკინგის ზონა ხშირად მხოლოდ დანომრილ ადგილებს გულისხმობს, ეს საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში მიზანმიმართულად სცდება ამ სტანდარტს. აქ არსებული სამრეცხაო, დამტენი სადგურები და სათავსოები არის ინფრასტრუქტურული გადაწყვეტა, რომელიც მაცხოვრებელს ქალაქში დამატებითი ლოკაციების ძიებისა და დროის ხარჯვისგან ათავისუფლებს.
ელექტრომობილების დამტენი სადგურების არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ელექტროავტომობილების რაოდენობა სწრაფად იზრდება, ხოლო სახლთან ახლოს დამტენის პოვნა ჯერ კიდევ რთულია. პერსონალური სათავსოები კი ის პრაქტიკული დეტალია, რომლის ფასსაც ხშირად კომპლექსში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ ხვდებიან. ველოსიპედი, სეზონური ნივთები თუ სპორტული ინვენტარი – ყველაფერი, რისი ადგილიც საცხოვრებელ ფართში არ არის, აქ მარტივად თავსდება და ბინაში სივრცეს ათავისუფლებს. სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები განასხვავებს სტანდარტულ პროექტს იმ საცხოვრებელი კომპლექსისგან, სადაც დეტალებზე წინასწარ იფიქრეს.
ორთაჭალა, როგორც გონივრული არჩევანი: მდებარეობა, ინფრასტრუქტურა და მომავალი, რომელსაც აქ შექმნით
ორთაჭალა იმ უბნებს შორისაა, რომლებიც თბილისში ყველაზე სწრაფად იცვლება. ახალი პროექტები, გამწვანებული საზოგადოებრივი სივრცეები და გაუმჯობესებული საგზაო ინფრასტრუქტურა უბანს სხვა იერს სძენს. საგულისხმოა, რომ ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა და ვინც ამ ცვლილებას ადრეულ ეტაპზე ხედავს, მომავალსაც უკვე განსხვავებულ საწყის პოზიციაში ხვდება.
ქალაქების განვითარების პრაქტიკა აჩვენებს, რომ უბნები ერთ დღეში არ იცვლება. ეს თანმიმდევრული პროცესია, რომელიც ახალი პროექტების გაჩენით იწყება და შემდეგ ეტაპობრივად იძენს ფორმას. „კოორდინატი’’ ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია – ეს არის კომპლექსი, რომელიც ორთაჭალაში შენდება და უბნის ახალ კონტურებს თანდათან აყალიბებს.
ამ კონტექსტში, მშენებარე ბინები ორთაჭალაში დღეს სწორედ იმ ფაზას გადის, როცა უბანი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და საბოლოო სახე არ მიუღია. ასეთ პირობებში კი არჩევანი უფრო დროის ფაქტორსაც ეხება – როგორ და რა ეტაპზე ერთვება მაცხოვრებელი იმ ცვლილებებში, რომლებიც უკვე დაწყებულია და რომლებიც მომავალში კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება.







