ვერძი
დღეს თქვენ ახლობლებთან ბევრი უნდა იურთიერთოთ – ეს გაამყარებს თქვენს კავშირებს, ამასთანავე კი კარგად იმოქმედებს თქვენს თვითშეფასებაზე. დაეყრდენით ახლობლებს და ისინი არ გაგიცრუებენ იმედებს. სასიამოვნოდ აღელდებით, რადგან ამ დღეს გელით საინტერესო გაცნობები. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ სასწრაფოდ გადაჭრათ პრობლემები.
კურო
დღეს თქვენ ბოლოს და ბოლოს ამოისუნთქებთ – ყველაფერი რთული უკვე წარსულშია, ხოლო მომავალში საინტერესო ამბები გელით. ვიღაცეებს შეურიგდებით და ურთიერთობებს გაიმყარებთ. არ დაიძაბოთ საუბარში – პატივი ეცით სხვების აზრსაც. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ შემოთავაზებებზე ფრთხილად დათანხმდნენ, რადგან შეიძლება ვიღაცებმა ეს ბოროტად გამოიყენონ.
ტყუპები
დღეს თქვენ არ უნდა დაგეგმოთ რაიმე მასშტაბური – ყველაფერი სცენარის მიხედვით არ ჩაივლის. ენერგია დღეს არც ისე ბევრი გექნებათ, ამიტომაც საქმეები გადადეთ სხვა დღეს და გააკეთეთ ის, რაც მარტივად გამოგდით. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ ნეგატიურ ადამიანებს ერიდოთ – მათ შეიძლება ცუდი აურა გადმოგადონ.
კირჩხიბი
დღეს თქვენ დიდი სიახლეები გელით ცხოვრებაში. ვიღაცეებმა შეიძლება სცადონ თქვენი პროვოცირება, მაგრამ შეეცადეთ, რომ არ აყვეთ მანიპულაციებში და თავიდანვე აღკვეთოთ ეს ყველაფერი. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ იყოთ რაციონალურები და ემოციები გადაიტანოთ უკანა პლანზე, რათა ხელი არ შეგეშალოთ სამომავლოდ.
ლომი
დღეს თქვენ უნდა არ გამოიგონოთ “ველოსიპედი” – უკეთესი იქნება, თუ ნაცადი მეთოდებით გადაჭრით თქვენს პრობლემებს. თქვენი სუპერძალაც ზუსტად ეს იქნება დღეს, რომ გაუმკლავდებით რთულ სიტუაციას. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ ზუსტად მიყვეთ თქვენს გეგმებს, რათა არ გაგეპაროთ რაიმე შეცდომა.
ქალწული
დღეს თქვენ ბევრი პრობლემა გექნებათ, ამიტომაც ბევრი უნდა მოინდომოთ, რომ გადაჭრათ ისინი. თავს იჩენს წინად გაკეთებული არასწორი გადაწყვეტილებები, ამიტომაც მოგიწევთ მათი გამოსწორებაც. აუცილებელია ახლობლების დახმარება, მარტო ვერ გაართმევთ თავს. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ ქარაგმების ნაცვლად ისაუბროთ პირდაპირ – მხოლოდ ასე გაგიგებენ.
სასწორი
დღეს თქვენ გაგიჭირდებათ საკუთარი თავის ხელში აყვანა – ირგვლივმყოფები ნერვებზე იმოქმედებენ. ეცადეთ განერიდოთ კამათს, რათა არ წარმოიშვას კონფლიქტი. ზოგადად, კარგი იქნება, თუ საკუთარ თავთან მარტო იქნებით – ასე ნამდვილად ვერავის ეჩხუბებით. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ ადრე ნაცადი ხერხებით იმოქმედოთ.
მორიელი
დღეს თქვენ მოგიწევთ თქვენი გეგმების გადახედვა და ახალი პრიორიტეტების დალაგება – ზოგიერთი რამ მორალურად მოძველდა. არ ეცადოთ იმის გაკეთება, რასაც ვერ შეძლებთ – შეაფასეთ თქვენი ძალები რეალურად, რათა კრახი არ იწვნიოთ. სამაგიეროდ, მარტივად შეგეძლებათ ადამიანებთან ურთიერთობა. კონკურენტებსაც კი თქვენს მხარეს გადმოიყვანთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ გადათვალოთ ფული – ეს ფინანსურ ენერგიას შეგმატებთ.
მშვილდოსანი
დღეს თქვენ უნდა იზრუნოთ თქვენს სახლზე – შეცვალოთ ავეჯი, მოაწყოთ ყველაფერი კომფორტულად. ეს იქნება რთული სამუშაო დღის საზღაური. ახლობლებთან ურთიერთობაც ძალიან მნიშვნელოვანია – ყველას შეუსრულებთ იმას, რაც გულში გაქვთ და თავსაც უკეთ იგრძნობთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ იყუროთ ყველა მხარეს – საინტერესო შემოთავაზებები შეიძლება გამოგიჩნდეთ.
თხის რქა
დღეს თქვენ უნდა გაუფრთხილდეთ სხვის გრძნობებს – მარტივია ადამიანის წყენინება. არ ღირს ემოციებზე აყოლა – რაც მეტად აქცევთ ყურადღებას ამ ყველაფერს, მით უარესია თქვენთვის. ყველაფერს იუმორით შეხედეთ და დღე ჩაივლის საინტერესოდ. ჰოროსკოპი დღეს გეუბნებათ, რომ სასიამოვნო საღამო გელით – ეს პოზიტივით აგავსებთ კვირის ბოლომდე.
მერწყული
დღეს თქვენ უნდა იყოთ სერიოზულები – ბევრი საქმე გელოდებათ. ყველაფერს თავს გაართმევთ და დროც კი დაგრჩებათ სასიამოვნო საღამოსათვის. დაგეგმეთ საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად – ისინი თქვენ ყველაფერში დაგეხმარებიან. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ ყურადღება არ მიაქციოთ დეტალებს – უკეთესია მთლიან სურათს შეხედეთ.
თევზები
დღეს თქვენ გაგიჭირდებათ ურთიერთობები – ვერავინ გაგიგებთ. მოგიწევთ გაიმეოროთ ყველაფერი რამდენჯერმე, რომ ვინმეს რაიმე გააგებინოთ. სიჩქარისგან შეიძლება მნიშვნელოვანი ფაქტორები გამოტოვოთ, ამიტომაც წინ იარეთ ნელა. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ გაიხსენოთ წარსული – მათში იქნება პასუხები რთულ შეკითხვებზე.