ვერძი
დღეს თქვენ უნდა იყოთ ფრთხილად, რადგან შეიძლება საიდუმლო წამოგცდეთ ან მნიშვნელოვან ხალხთან თქვენი ცუდი მხარე ანახოთ. ყველა გადაწყვეტილებაზე კარგად დაფიქრდით – დიდია ფატალური შეცდომის რისკი, რომელსაც ვერ გამოასწორებთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ იყოთ უფრო თამამი – ეს დაგეხმარებათ პირად და საქმიან ცხოვრებაში.
კურო
დღეს თქვენ რამდენიმე კარგი შანსი გექნებათ, რომ საწადელს მარტივი გზებით მიაღწიოთ. გამოიყენეთ ეს შანსები. ამისდა მიუხედავად, დღე იქნება პრობლემებითა და პატარა წინაღობებით სავსე. თქვენ ყველაფერს თავს გაართმევთ, მაგრამ ხასიათი გაგიფუჭდებათ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ ბევრი იურთიერთოთ ახლობლებთან – ისინი დაგეხმარებიან რჩევებით რთულ სიტუაციებში.
ტყუპები
დღეს თქვენ უნდა დაუსვათ კითხვები არამხოლოდ ხალხს, არამედ მთელს სამყაროს – პასუხები აუცილებლად მოვა, მაგრამ ყველა მათგანი თქვენ არ მოგეწონებათ. იყავით არასასიამოვნო სიმართლისთვის მზად – ეს უფრო ძლიერს გაგხდით. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ ნაჩქარევად არ მიიღოთ არანაირი გადაწყვეტილება – ყველაფერი მოიფიქრეთ, რათა არ დაუშვათ ფატალური შეცდომა, რომელსაც ვერ გამოასწორებთ.
კირჩხიბი
დღეს თქვენ უნდა იპოვოთ ოქროს შუალედი – ბევრი ხელისშემშლელი პირობა იქნება, მაგრამ ზუსტად უნდა მიყვეთ დასახულ გეგმას. კარგია, რომ ურთიერთობებისთვის ეს დღე იდეალური იქნება – თქვენ გასცემთ და იღებთ სიყვარულს. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ დაალაგოთ თქვენი პრიორიტეტები და პირველ რიგში ხელი მოჰკიდოთ რთულ საქმეებს. არ იჩქაროთ – ყველაფერი მოესწრება.
ლომი
დღეს თქვენ ბევრი უნდა ისაუბროთ – ამაზე იქნება დამოკიდებული არამხოლოდ პირადი, არამედ საქმიანი ცხოვრებაც. კარგი ის არის, რომ ყველასთან გამონახავთ საერთო ენას. გაეცალეთ ნეგატიურ ადამიანებს – მათთან ერთად გაგიჭირდებათ თავის მოთოკვა. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ რაიმე სიახლე დაიწყოთ – ეს აუცილებლად მოგიტანთ შედეგს.
ქალწული
დღეს თქვენ ყველაფერში გაგიმართლებთ – ვარსკლავები თქვენს მხარეს არიან, რომლებმაც რამდენიმე სიურპრიზი გაგიმზადეს. ეს ყველაფერი კი თქვენს კარიერაზე აისახება კარგად. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ რამდენიმე საქმეს ერთად მოკიდოთ ხელი – ამ დღეს უამრავი ამოცანა გაქვთ. არ შეშინდეთ – ეს მხოლოდ დააზიანებს თქვენს საქმეებსა და ჯანმრთელობას.
სასწორი
დღეს თქვენ დაგეხმარებათ დიპლომატია – კარიერულადაც წინ წაიწევთ და პირადი ცხოვრებაც დაგილაგდებათ. მთავარია სხვების გრძნობებთან იყოთ ფრთხილად, თორემ ყველაფერი წყალში შეიძლება ჩაიყაროს. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ არ ჩამოყაროთ ყურები თუ რაიმე გეგმის მიხედვით არ წავიდა – მეორე ნახევარში ყველაფერი უკეთ იქნება. დაიმახსოვრეთ, რომ ყველა პრობლემა დროებითია, მალე ყველაფერი დაგავიწყდებათ.
მორიელი
დღეს თქვენ უნდა შეიკავოთ თქვენი თავი და ემოციები – ამან შეიძლება ვიღაცას შოკი მოგვაროს, ვიღაცა კი გაგეცალოთ. ამიტომაც, ნაკლებად ანახეთ თქვენი გრძნობები. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ რამდენიმე საათით მაინც ჩართოთ თქვენში “შერლოკ ჰოლმსი” და ნათელი მოჰფინოთ საიდუმლოებებს. ამ დღეს თქვენ შეიძლება გაიგოთ ძალიან მაგარი ამბები, რომელიც შეცვლის თქვენს ცხოვრებას.
მშვილდოსანი
დღეს თქვენ უნდა დაუჯეროთ სხვების აზრს – შეიძლება საინტერესო სიახლე მოისმინოთ. არ დაიტოვოთ სათქმელი გულში – გაახმოვანეთ თქვენი აზრებიც, რადგან ეს შეგმატებთ თავდაჯერებულობას. ყველა გადაწყვეტილებაზე კარგად დაფიქრდით, რადგან ფატალური შეცდომის რისკი დიდია. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ საინტერესო დავალებებს მოჰკიდოთ ხელი – ისინი მარტივად გადაწყვეტადია და ამასთან ერთად კარგ ხასიათზე იქნებით.
თხის რქა
დღეს თქვენ ნომერ პირველ მისიად გაქვთ დააინტერესოთ მნიშვნელოვანი და საჭირო ხალხი. მათაც ყველაფერი კარგად გამოუვათ, თუ იქნებიან ნამდვილები და ჩამოიხსნიან ყველა ნიღაბს. ლაიფჰაკი – ეცადეთ დაიჭიროთ მოსაუბრეების ემოციები და სარკის ეფექტით გამოიყენოთ ის, ეს ძალიან დაგეხმარებათ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ გააკეთოთ ის, რაც დამაინტრიგებელი და საინტერესოა – ეს სამომავლოდ კარგ ფულს მოტანთ.
მერწყული
დღეს თქვენ შეიძლება გაგიფუჭდეთ ხასიათი, რომელსაც დიდი ხანია იკეთებდით. ამიტომაც დაფიქრდით ყველა სიტყვაზე. კარგი მომენტები შეიძლება უარყოფითად გადაიქცეს, ამიტომაც არ მოდუნდეთ, ყველაფრისთვის მზად იყავით. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ იყოთ თამამი, რადგან თქვენ დაგაფასებთ გავლენიანი ადამიანები.
თევზები
დღეს თქვენ კრიტიკა უნდა მიიღოთ მშვიდად – გაითვალისწინეთ ეს და გამოასწორეთ ყველა შეცდომა. გაგონილ სიახლეებს კი სხვა მიდგომა სჭირდება – შეამოწმეთ ყველა ფაქტი, ინფორმაცია შეიძლება იყოს არასწორი. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ რთულ საქმეებს შეუდგეთ დღის მეორე ნახევარში – თქვენ გჭირდებათ დრო, რომ მზად იყოთ მუშაობისთვის.