ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
ფრენები
მთავარისაზოგადოება"გადამიღუნეს ხელები, შემიკრეს უკან...ორი ადამიანი მაკავებდა და მესამე მაშიშვლებდა" - ელენე ხოშტარია
თვითფრინავის ბილეთები

“გადამიღუნეს ხელები, შემიკრეს უკან…ორი ადამიანი მაკავებდა და მესამე მაშიშვლებდა” – ელენე ხოშტარია

frenis kompensaciafrenis kompensacia

შიშველ სხეულზე მატარებდნენ მეტალოდეტექტორს, ხაზგასმული აგრესია და ძალადობა იყო პოლიციის მხრიდან – ახლა მოულოდნელად მითხრეს, გადიო, ადვოკატთანაც არ დამარეკინეს, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

“როგორც დაკავებისას არ განმიმარტეს არაფერი, ისე გამოსვლისას არაფერი განმიმარტეს, თუმცა, ეს გასაკვირი არ არის, იმდენი უკანონო პატიმარი გვყავს, იმდენი არასათანადო მოპყრობა, წამებაა, რომ ეს ნამდვილად არ მიკვირს. მოულოდნელად მითხრეს, გადიო, ადვოკატთანაც არ დამარეკინეს, მარტო გამოვედი.

არ მინდა, ჩემი პერსონის გარშემო იყოს, რა თქმა უნდა, არც არაფერი დამაკლდა, პასუხიც კარგად გავეცი და ძალიან კარგად ვარ, არაფერი მიჭირს. ამაზე საუბარი საჭიროდ ჩავთვალე, რადგან ეს არის მანკიერი, საშინელი, არაადამიანური მოვლენაა. წარმომიდგენია, ადამიანებს, რომელთაც საშუალება არ აქვთ ტელევიზიით ისაუბრონ, შიში შეიპყრობს. მე მაინც გამოცდილი ვარ, ჩემთვის სიახლე არ არის, ამ კედლებში ვინ უნდა შეაშინონ?! ეს არის პოლიცია, რომელიც კაციან-ქალიანად კახეთის გზატკეცილზე განყოფილებაში პირდაპირ ძალადობაზე გადავიდნენ, სიტყვიერი და ფიზიკური [ძალადობა] იყო, მათ შორის, სახეზე შემეხნენ, კბილებზე… იქ იყვნენ ნინო ჩხარტიშვილი და დავით ბოლოთაშვილი, მითხრეს, უნდა გაგჩხრიკოთო, ვუთხარი, ჯიბეები შეგიძლიათ ნახოთ, მაგრამ თქვენთან არ ვთანამშრომლობ-მეთქი, ამის შემდეგ გადამიღუნეს ხელები, შემიკრეს უკან, ვეიპი მქონდა, ამ ვეიპის ამოგლეჯისას კბილებზე, სახეზე იყო ძალადობა, ცინიკური ძალადობა. ყოველ წამიერად თავში მქონდა, ადამიანები, რომლებიც ამას ვერ ჰყვებიან, როგორ შეიძლება ეპყრობოდნენ. მერე უკვე, აქ [იზოლატორში] ჩაატარეს პროცედურა სამარცხვინო, დამამცირებელი, გამაკავეს, ორივე ხელი უკან შემიკრეს, ორი ადამიანი მაკავებდა და მესამე მაშიშვლებდა.

აქ [იზოლატორში] შესვლისას მქონდა წნევა, ღებინების ეპიზოდი… საპირფარეშოში არ გამიშვეს და ზუსტად ამ წნევის ფონზე იყო ეს რაღაც ძალადობის ეპიზოდი, როცა ორი პოლიციელი – ნინო ჩხარტიშვილი მაკავებდა, ასევე ვიღაც სხვა პოლიციელი და მესამე მხდიდა. შიშველზე მეტალოდეტექტორს მატარებდნენ, ხაზგასმული აგრესია და ძალადობა იყო მათი მხრიდან. მე არაფერი დამაკლდა, პასუხიც კარგად გავეცი, ეს მათაც კარგად იციან, მაგრამ ჩვენი მოქალაქეები მსგავსი პოლიციელებისგან უნდა დავიცვათ, უნდა ვამხილოთ, სწორედ ამიტომ ვსაუბრობ სახელებით და გვარებით. ყველას ამოცნობა შემიძლია სახეზე, საკმაოდ დიდი ხანი გავატარე, საკმაოდ ცინიკურები იყვნენ, სახელები და გვარები ვკითხე, ორის ვიცი მხოლოდ. ნინო ჩხარტიშვილი იყო, როგორც იქ ძალადობის ეპიზოდში, პოლიციაში, ასევე აქ [იზოლატორში], გაშიშვლების ეპიზოდში, ის გამოიძახეს პირადად, საათნახევარი ველოდებოდით მის მოსვლას. დავით ბოლოთაშვილი ასეთი აგრესიული არ იყო, მაგრამ ნინოს ეხმარებოდა და სახეზე ვერ შეიკავა თავი აგრესიისგან“ – აღნიშნა ხოშტარიამ.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით