სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიპერანგზე ბოლო ღილი აიღეთ და თავიდან დააკერეთ .... - ეზოტერიკოსი გასწავლით რიტუალს,...

პერანგზე ბოლო ღილი აიღეთ და თავიდან დააკერეთ …. – ეზოტერიკოსი გასწავლით რიტუალს, რომელიც წარმატებას მოგიტანთ

amindi

სექტემბრის ენერგიების გამოყენება რომ სწორად და ეფექტურად მოხდეს, ჩვენ წარსულზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ მომავალი სწორად დავგეგმოთ, - ამის შესახებ ანზორ ოდიშარია „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში აცხადებს.

ეზოთერიკოსი საზოგადოებას ოქროს ფორმულას ასწავლის, თუ როგორ ვიყოთ მუდამ წარმატებულები და აღბლიანები როგორც საქმეში, ასევე ცხოვრებაში.

„დღევანდელ დღეს განსაკუთრებული ენერგია აქვს, როცა სულიერი ენერგია დაეშვა და უფრო მშვიდი, უფრო ჰარმონიული პერიოდი მოვიდა. სექტემბერი იმით გამოირჩევა, რომ საშუალებას გვაძლევს წარსულს გადავხედოთ, შეცდომები გამოვასწოროთ და მივაღწიოთ იმას, რაც გეგმაში გვქონდა. ეს ძალიან მაგარი უნარია, რასაც ახლა სექტემბერი გვაძლევს.

თან ახალი საწყისები იწყება, სკოლა, სასწავლებლები, სამსახურები და ა.შ. ამიტომაც აწმყო და წარსული მდგომარეობა ერთიანდება ძალად, რომელიც აფორმირებს მომავალს. 

მომავალი ჯერ არ დამდგარა, ოქტომბრიდან იწყება, ამიტომაც ვინც სექტემბერს სწორად გამოიყენებს, გაათავისებს იმ მთელ გამოცდილებას, რომელიც ამ პერიოდში დაუგროვდა, აუცილებლად წარმატებული იქნება. ეს შეგვიძლია მიზნების მისაღწევად გამოვიყენოთ. 

პირველ რიგში, ჩვენ უნდა შევარჩიოთ მიზნები, რომელიც წარსულის მიხედვით უნდა ჩამოვწეროთ - რა ვერ ავასრულეთ, რა გვაქვს ვალად. მეორე, ამ გამოცდილებიდან რა იყო ჩვენთვის საჭირო, რომ შეგვესრულებინა. 10 ძირითადი მოთხოვნა საკუთარი თავის მიმართ, შეიძლება 10 მიზანი, რომელსაც დავსახავთ. უნდა შევარჩიოთ გზები. თუ მივხვდით, რომ რთულია, უნდა დავიწყოთ პრაქტიკა, ვარჯიში: თუ თქვენ ყოველდღიურად სამ მიზანს დასახავთ, და ამას შეასრულებთ (მაგ: დავლევ ყავას, 9 საათზე დავურეკავ დედას) თქვენი გონება იწყებს სწავლას, რომ მიზნების შესრულება შეგიძლიათ. უკვე გლობალური მიზანი ძალიან მარტივად მისაღწევი გახდება.

ახლა კი საინტერესო ფორმულა, საიდუმლო ჩვენი მაყურებლისთვის - იმისთვის, რომ ჩვენი მიზანი გვახსოვდეს, ჩვენი შვილები იყვნენ დაცულები, წარმატებულები, ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ ასეთი საოცარი რიტუალური მოქმედება - პერანგზე ბოლო ღილს აიღებდნენ, თავიდან დააკერებდნენ და ჩაიფიქრებდნენ იმ მიზანს, სურვილს, რომელიც მათ ჰქონდათ. ეს ძალიან ძლიერად მოქმედებს. ეს არის ის საიდუმლო ცოდნა, რომელიც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ. 

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!