,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.
,,ხვალ, 9 სექტემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მთაწმინდის რაიონში, ნიკოლაძის ქ. N24-თან, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 9 სექტემბერს, 21:00 საათიდან 10 სექტემბრის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება
მთაწმინდის რაიონში:
ნიკოლაძის, ჭიაურელის, ანჯაფარიძის, ანანურის, შიო მღვიმელის, შარაშიძის, კოტე მახარაძის, ქუჩიშვილის, მელიქიშვილის N17,19, კოსტავას N42,44, ღამბაშიძის, იყალთოს ( შესახვევებით ჩიხებით), იყალთოს გორის ქუჩა ( შესახვევებით ჩიხებით), ტუსკიას ქუჩებს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი N1( 2 კორპუსი ) ქუჩებს და ვარაზის ხევს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.