33 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაცვლილ მარი ომანაშვილს, რომელიც საზოგადოებამ სოციალურ პლატფორმა „ტიკ-ტოკზე“ გამოქვეყნებული ვიდეოებიდან გაიცნო და შეიყვარა, უკანასკნელ გზაზე აცილებენ.
დინა ნაწიფაშვილი, რომელიც მარისთან ერთად გადაღებულ ვიდეოებს სოციალურ ქსელში ხშირად ავრცელებდა, „ფეისბუკში“ მორიგ სტატუსს აქვეყნებს და მოქალაქეებს მხარდაჭერას სთხოვს:
„ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ახლა ვერავის გპასუხობთ. მინდა გთხოვოთ ბოლოჯერ მარიამისთვის დახმარება. თელავის მერია მაქსიმალურად გვეხმარება, მაგრამ არის გაუთვალისწინებელი ხარჯები, რაც გვესაჭიროება.
თუ ვინმეს შეგიძლიათ, დაგვეხმარეთ მარიამისთვის.
საქ.ბანკი – GE56BG0000000525953978
თიბისი.ბანკი – GE28TB7379345063600019“, – წერს დინა ნაწიფაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, სოციალურ ქსელში პოპულარული ტიკტოკერი, თელაველი მარი ომანაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.