რამდენიმე დღის წინ რუსი ტურისტი თბილისის ცენტრში ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა, რის შედეგადაც თავის ქალას მძიმე მოტეხილობა მიიღო. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მედიაში გავრცელებული ცნობებით, იგი პარასკევს, 28 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
რუსულ გამოცემა Газета.ru-ზე დაყრდნობით, 27 წლის გარდაცვლილი ქალი მოსკოვიდანაა. იგი ინციდენტამდე პირველი რესპუბლიკის მოედანზე მეგობრებთან ერთად სეირნობდა.
მედიაში ვრცელდება ვიდეო, რომელიც ასახავს, თუ როგორ მღერის ტურისტი სიმღერას "უკანასკნელად" მიწისქვეშა გადასასვლელში გადავარდნამდე.