კვირა, ნოემბერი 24, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებითამი, რომელსაც 14 დღის მანძილზე ეძებდნენ ამ წუთებში… – ვრცელდება უმძიმესი ინფორმაცია

თამი, რომელსაც 14 დღის მანძილზე ეძებდნენ ამ წუთებში… – ვრცელდება უმძიმესი ინფორმაცია

amindi

7 ოქ­ტომ­ბერს, ის­რა­ელ­ში მომ­ხდა­რი სის­ხლი­ა­ნი თავ­დას­ხმის შემ­დეგ, და­კარ­გუ­ლებს შო­რის აღ­მოჩ­ნდა ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლი თა­მარ გოლდბერ­გი. ქარ­თულ მე­დი­ას­თან გო­გო­ნას მე­გობ­რე­ბი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აცხა­დებ­დნენ, რომ ისი­ნი სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი­თაც ეძებ­დნენ გო­გო­ნას.

“ახლა ვი­ცით, რომ თა­მა­რი არის და­კარ­გუ­ლი… მა­მა­ჩე­მი თვი­თონ ეძებს, ჯერ ვერ იპო­ვეს. ჩვენ თა­მის ვი­პო­ვით ცო­ცხალს” – ამ­ბობ­და მა­რი­ამ გოლდბერ­გი, და­კარ­გუ­ლი გო­გო­ნას და.

ცოტა ხნის წინ, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თა­მა­რი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მა­რი­ამ გოლდბერ­გი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

“14 დღის შემ­დეგ ღმერ­თმა წა­მარ­თვა იმე­დი, რაც მქონ­და. დღეს გვი­თხრეს, რომ თამი ხოც­ვა-ჟლე­ტის დროს ცივ­სის­ხლი­ა­ნად მოკ­ლეს. ჩვენ ვერ ვნა­ხავთ მის მთლი­ან სხე­ულს. ღმერ­თმა მოგ­ვი­სა­ჯა ყვე­ლა­ზე მკაც­რი გა­ნა­ჩე­ნი. ღმერ­თმა ჩა­აქ­რო ჩვენ­თვის სი­ნათ­ლე

ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე, გპირ­დე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე. ალ­ბათ ზედ­მე­ტად სუფ­თა იყა­ვი ამ სა­ში­ნე­ლი სამ­ყა­როს­თვის. სა­მუ­და­მოდ დაგვტო­ვე გულ­ში. ბო­დი­ში, რომ მო­გი­წია ჯო­ჯო­ხე­თის გავ­ლა და თუ შე­ვა­ჯა­მებ ერთ წი­ნა­და­დე­ბა­ში “შენ იცხოვ­რე ერთი წა­მით, ბოლო მო­მენ­ტამ­დე”

მიყ­ვარ­ხარ ჩემო დაო და არა­სო­დეს და­გი­ვი­წყებ. დაკ­რძალ­ვა კვი­რას გა­ი­მარ­თე­ბა…“

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!