ხაშურში, მე-9 კლასელი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. 14 წლის გოგო ერთ-ერთი კორპუსის ეზოში, უგონო მდგომარეობაში გვიან ღამით ნახეს. ადგილობრივებმა სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა არასრულწლოვანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ფაქტს უშუალო თვითმხილველი არ ჰყავს. გოგოს სახელი და გვარი ფიგურირებს სექსუალური ძალადობის საქმეში, რომელსაც 2 წლის წინ ვაშუქებდით. არასრულწლოვანი ჩვენებას ბაბუის წინააღმდეგ აძლევდა. შსს-მ კაცი დააკავა, ის სასჯელს იხდის.
"დაახლოებით 8 საათი იქნებოდა, სკვერში ვიყავი, ხმა გავიგე, რომ მივედი უკვე ბავშვი უგონო მდგომარეობაში ეგდო. რომ დავხედე, არანაირი სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა ბავშვს. სასწრაფოში დავრეკე, მოვიდა სასწრაფო და წაიყვანეს ბავშვი", - ყვება კაცი, რომელმაც არასრულწლოვანი პირველმა ნახა.
ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.