მომღერალი ბაბი კირკიტაძე ტელეეკრანებზე ხშირად ჩანს. ის სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ხალხისთვის საყვარელი სახეა.
ამჯერად გადაცემა „დღის პოსტს“ მეგობრები და კოლეგები, ჯიმი აბესაძე და ბაბი კირკიტაძე ესტუმრნენ. გადაცემაში ბაბიმ მოჰყვა, თუ როგორ ჩააწერინა ჯიმიმ ახალნაოპერაციებს სიმღერა:
„ჰოპ-ჰოპის“ ჯერი რომ დადგა, ჯიმიმ გადაწყვიტა, ეს სიმღერა უნდა ჩავწეროთო. მოხდა ისე, რომ სასწრაფო ოპერაცია დამჭირდა. რეაბილიტაცია მქონდა ისეთი, ფეხზე ვერ ვდგებოდი. ახალი გამოსული ვიყავი ნარკოზიდან: ბაბუტა, არავინ დაგვასწროს, წაგიყვან სტუდიაშიო. დედას გეფიცებით, ასეთ მდგომარეობაში მომაკითხა მეორე დღეს. ამიყვანა მე-11 სართულზე. იქ მივხვდი, რომ ვერ ვიყავი კარგად და ვთხოვე, ხელი მომკიდე-მეთქი. მაშინ კი შეეშინდა ცოტა, მაგრამ წვალებ-წვალებით ჩავწერე…“ – ამბობს ბაბი.