დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქების შედეგად დაშავებული ჩვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ იაშვილის კლინიკაში დაუდასტურეს.
ცნობისთვის, დიდ დიღომში აფეთქება პირველ სექტემბერს, გამთენიისას მოხდა.
აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.
აფეთქების შემდეგ, 1 კვირის განმავლობაში, ერთ წლამდე ბავშვი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
მძიმე მდგომარეობაშია ბავშვის დედაც, რომელიც რეანიმაციაშია მოთავსებული.