ხულოში, სოფელ ვაშლოვანში უბედური შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია tv25 ავრცელებს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ახალგაზრდა კაცი ბეტონის გადამმუშავებელ დანადგარში მოჰყვა და ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.