კვირა, ნოემბერი 24, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოებანინოს ამ ტონს არაფერი ამართლებს, მსუქნებზე და მოუქნელებზე ამას რომ იტყვის ადამიანი

ნინოს ამ ტონს არაფერი ამართლებს, მსუქნებზე და მოუქნელებზე ამას რომ იტყვის ადამიანი

amindi

ან ცეკვავ ისე, რო­გორც მო­ვი­თხოვ, ან სა­ერ­თოდ არ ცეკ­ვავ, მი­დი­ხარ ჩემ­გან…“ – ამ სი­ტყვებს ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი მო­ცეკ­ვა­ვე­ებს ეუბ­ნე­ბა. ვი­დე­ოს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ან­სამ­ბლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი ავ­რცე­ლებს… აღ­ნიშ­ნულ ვი­დე­ოს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­ა­ზი­ა­რა, რომ­ლე­ბიც წე­რენ, რომ ან­სამ­ბლის ხელ­მძღვა­ნე­ლი მო­ცეკ­ვა­ვე­ებს უყ­ვი­რის და შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს…

– ჩვენ­თან არა­მარ­ტო გა­რეგ­ნო­ბას აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, სი­გამ­ხდრეს, სი­მაღ­ლეს, გა­სა­გე­ბია, შე­იძ­ლე­ბა და­ბა­ლი ბიჭი იყოს „ტრი­უ­კა­ჩი“ და ეს მო­სუ­ლა და რა თქმა უნდა, აქაც მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ტექ­ნი­კუ­რო­ბას და ცეკ­ვის ცოდ­ნას. ასე­ვე ჩაც­მა უნდა იცო­დეს. ან ცეკ­ვავ ისე, რო­გორც მო­ვი­თხოვ, ან სა­ერ­თოდ არ ცეკ­ვავ, მი­დი­ხარ ჩემ­გან… სა­შუ­ა­ლო მო­ცეკ­ვა­ვე აქ არ მინ­და… 4 წუთი არის მაქ­სი­მუ­მი, ძა­ლი­ან ბევ­რი რომ გა­მო­იც­ვა­ლო, საკ­მა­რი­სი დროა. ორ­წუთ­ნა­ხე­ვარ­ში იც­ვლის ხალ­ხი, ილო­ურ­ში და სა­მა­ი­ა­ში, როცა სა­ჭი­როა.

ვაქ­ვეყ­ნებთ კო­მენ­ტა­რებს, რომ­ლე­ბი­თაც მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ოს ეხ­მა­უ­რე­ბი­ან:

“ჩემ­მა შვილ­მა ცეკ­ვა­ზე სულ რამ­დე­ნი­მე კვი­რა იარა. სულ პა­ტა­რა­ო­ბი­დან ძა­ლი­ან უყ­ვარ­და კვან­წე­ბი ( ვი­საც ერთხელ მა­ინც გი­ნა­ხავთ მისი ზა­ხა­რა პაპა, მიხ­ვდე­ბით რაზე ვლა­პა­რა­კობ). მი­ვიყ­ვა­ნე სკო­ლას­თან არ­სე­ბულ ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბის წრე­ზე, რო­მელ­საც მისი კლა­სე­ლის პაპა ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და…. ცოტა ხან­ში და­ვა­ტყვე, რომ არ მი­უ­ხა­რო­და ცეკ­ვა­ზე და ჩა­ვუთ­ვა­ლე “დის­ციპ­ლი­ნას­თან მი­უჩ­ვევ­ლო­ბა­ში”…. რას ვი­ფიქ­რებ­დი, რას ნიშ­ნავ­და ამ “ში­ნა­უ­რი კა­ცის” დის­ციპ­ლი­ნა.

ერთ დი­ლას ჩუს­ტე­ბი სახ­ლში დაგ­ვრჩა და ვუ­თხა­რი, არა უჭირს, ისე­თი “ბა­ლეტ­კე­ბი” გაც­ვია, არ იქ­ნე­ბა პრობ­ლე­მა-თქო და აი, მანდ და­ი­წყო ტი­რი­ლი. არაო, მე იქ ჩუს­ტე­ბის გა­რე­შე ვერ შე­ვალ, იმი­ტომ რომ როცა ბავ­შვებს რამე ავი­წყდე­ბათ, ან ეშ­ლე­ბათ, მას­წავ­ლე­ბე­ლი იგი­ნე­ბა და ჯო­ხით ურტყამ­სო… სამ­წუ­ხა­როდ, არა­ფე­რი მით­ქვამს არც იმ “ქო­რე­ოგ­რა­ფი­სათ­ვის” და არც სკო­ლის­თვის. მოვ­კი­დე ხელი ჩემს ნა­ნოს და წა­მო­ვიყ­ვა­ნე ცეკ­ვის წრი­დან. ჰო და ასე, გა­ი­ზარ­და ჩემი შვი­ლი ზაქ­რო პა­პას დოლ­ზე დაკ­რულ­ზე ნას­წავ­ლი კვან­წე­ბის იმე­დად. ვერც ერთ დარ­ბაზ­ში ვერ მოხ­დე­ბა ისე­თი დი­დე­ბუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ, რაც ბავ­შვე­ბის ცრემ­ლე­ბის, ანდა დი­დე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფის ფა­სად ღირ­დეს”.

“ზრდას­რულ ადა­მი­ა­ნებს თავ­ზე ჩხა­ვი­ლის და შე­უ­რა­ცხყო­ფის გა­რე­შე ვერ აგე­ბი­ნებს საქ­მეს? და ამ ყვე­ლაფ­რის ტა­შის მკვრე­ლებს მერე გიკ­ვირთ, სამ­სა­ხუ­რებ­ში ცუ­დად რა­ტომ გექ­ცე­ვათ უფ­რო­სი?“

“უზ­ნე­ო­ბაა ერთი მხრივ, წუ­წუ­ნებ­დე შრო­მის ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე და დამ­საქ­მებ­ლე­ბის თავ­ხე­დო­ბა­ზე, მე­ო­რე მხრივ, ამ ვი­დე­ოს ქვეშ ხა­ტავ­დე გუ­ლებს და მოგ­წონ­დეს, რო­გორ შე­უ­რა­ცხყო­ფენ ზრდას­რულ ადა­მი­ა­ნებს.“

“და ცეკ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი დღემ­დე ურტყა­მენ სა­ხა­ზავს ბავ­შვებს ფე­ხებ­ზე?“

“მსუქ­ნე­ბი და მო­უქ­ნე­ლე­ბი ვცეკ­ვავთ რეს­ტო­რან­ში, მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე. სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი სუ­ხიშ­ვი­ლე­ბია და კი, ოდით­გან­ვე აქ­ცევ­დნენ ეგე­ნი ყუ­რა­დღე­ბას წო­ნას და გა­რეგ­ნო­ბას ცეკ­ვის ტექ­ნი­კას­თან ერ­თად…“

“სა­ნამ ასე­თებს ტაშს ვუკ­რავთ და “ვგუ­ლავთ” სცე­ნა­ზე გა­ნარ­ნა­რე­ბუ­ლი თვა­ლის სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის და იქ მდგო­მი ადა­მი­ა­ნე­ბის სტრეს­ზე არ ვფიქ­რობთ, დამ­ცი­რე­ბა და სრუ­ლი “ბუ­ლინ­გი” რომ ზი­ანს აყე­ნებს ადა­მი­ა­ნებს, მა­ნამ “საბ­ჭო­თა” მენ­ტა­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი სულ წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან და ამ მიდ­გო­მით ივ­ლი­ან. კარგ საქ­მეს აკე­თებს, არას­წო­რი მიდ­გო­მით. არა­ნა­ი­რი შე­დე­გი არ ამარ­თლებს ამ ტონს!”

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!