მარიტა გუტაშვილი, რომლის ოჯახის 9 წევრიც სტიქიას ემსხვერპლა, სოციალურ ქსელში მტრედის ფოტოს აქვეყნებს და ემოციურ პოსტს წერს.
„დამეძებს…მოვიცლი და ვნახავ…დამელოდება… პირველი ეს მოვიდა, დანარჩენს ველოდები“, – წერს მარიტა.
შეგახსენებთ, რომ შოვში სტიქიას ოფიციალური ინფორმაციით 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველები ჯერ კიდევ ეძებენ 12 ადამიანს.