ტრაგედია დატრიალდა გუშინ ფოთში. ორი მოზარდი ზღვაში დაიხრჩო. ერთი ცხედარი მაშველებმა გუშინვე იპოვეს, მეორეს ცხედარს კი დღეს გამთენიისას მიაგნეს.
არსებული ინფორმაციით, ორი მოზარდი დღის მეორე ნახევარში ზღვაში საცურაოდ გავიდა და გაუჩინარდა.
“მთელი ღამე მიმდინარებდა სამძებრო სამუშაოები. ტრაგედია ტრიალებს აქ, ავთოს ცხედარი დღეს გამთენიისას იპოვეს, ნიკასი – გუშინ” – ჰყვებიან ადგილობრივები.
გარდაცვლილები არიან 16 წლის ნიკა კარანაძე და 14 წლის ავთო ედიბერიძე. ორივე ფოთელი იყო.