ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები”ეხლა გეტყვით ჩემ სათქმელს…” - ნუცა ბუზალაძემ თქვა რატომ იყო მოსკოვში

”ეხლა გეტყვით ჩემ სათქმელს…” – ნუცა ბუზალაძემ თქვა რატომ იყო მოსკოვში

amindi

მომ­ღე­რა­ლი ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მოს­კოვ­ში გა­მარ­თულ სა­ღა­მოს­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს. რო­გორც ამ­ბობს, მოს­კოვ­ში და­ბა­დე­ბის დღე­ზე სტუმ­რის რან­გში იყო მიწ­ვე­უ­ლი.

მომ­ღერ­ლის გან­მარ­ტე­ბით­ვე, რუ­სე­თი არ წარ­მო­ად­გენს იმ ბა­ზარს, სა­დაც აწ­მყო­ში თუ მო­მა­ვალ­ში ისურ­ვებ­და კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბას.

“მე­გობ­რე­ბო და ჩემო გულ­შე­მატ­კივ­რე­ბო, დღეს, მე თქვენ ძა­ლი­ან დაგ­წყვი­ტეთ გული და თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლი აგიხ­სნათ ყვე­ლა­ფე­რი, რად­გან მე ეს ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი. ახლა ვეც­დე­ბი აზ­რებს თავი მო­ვუ­ყა­რო და გი­თხრათ ჩემი სათ­ქმე­ლი. რუ­სე­თი არ წარ­მო­ად­გენს იმ ბა­ზარს, სა­დაც აწ­მყო­ში თუ მო­მა­ვალ­ში ვი­სურ­ვებ­დი ჩემი კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბას. მრა­ვა­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ყვე­ლა პრო­ექ­ტზე თუ კორ­პო­რა­ტი­ულ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე უარი მაქვს ნათ­ქვა­მი. ჩემი ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად მტკი­ცე და გა­აზ­რე­ბუ­ლია.

ჩემი რუ­სეთ­ში ან/და რუ­სე­ბის­თვის სიმ­ღე­რა არც კი გა­ნი­ხი­ლე­ბა… უფრო მე­ტიც, მიწ­ვე­უ­ლი ვარ უკ­რა­ი­ნა­ში საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტზე. სწო­რედ ამ კონ­ცერ­ტზე, კი­დევ ერთხელ და­ვა­ფიქ­სი­რებ ჩემს აზრს – რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია! ამას ვაჟ­ღე­რებ ყველ­გან და ყო­ველ­თვის. თუმ­ცა, რუ­სეთ­ში მყავს ბევ­რი ქარ­თვე­ლი მე­გო­ბა­რი… გუ­შინ, სწო­რედ ჩემი ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე იყო (ის ჩემ­თვის ოჯა­ხის წევ­რი­ვით არის). რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ­მა ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა იცი­ან, რომ კო­მერ­ცი­ულ წი­ნა­და­დე­ბებს არც კი გან­ვი­ხი­ლავ.

და­ბა­დე­ბის დღე­ზე ვი­ყა­ვი მიწ­ვე­უ­ლი სტუმ­რის რან­გში. სა­ღა­მოს და­სას­რულს მთხო­ვეს მემ­ღე­რა, რა­ზეც რა თქმა უნდა ჩემს სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარს მის­სა­ვე და­ბა­დე­ბის დღე­ზე უარი ვერ და არ ვუ­თხა­რი.

ვი­აზ­რებ, რომ მთა­ვა­რი შეც­დო­მა ალ­ბათ ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩემი რუ­სეთ­ში ჩას­ვლა იყო და არა ჩემი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე დას­წრე­ბა… არც კი მი­ფიქ­რია ამ ყვე­ლა­ფერს თუ ეს შე­დე­გი მოყ­ვე­ბო­და…ვი­აზ­რებ ჩემს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და გული მტკი­ვა რომ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ზე მე­ტად გვერ­დში მიდ­გა­ნან გული დავ­წყვი­ტე და ამის­თვის ბო­დი­ში მინ­და მო­ვუ­ხა­დო ყვე­ლას…” – წერს ბუ­ზა­ლა­ძე.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!