გადაცემა „შაბათის ეთერში“ ერთ-ერთი რეპორტაჟი მოხუცთა თავშესაფარზე გვიამბობს,
სადაც ხანდაზმულებს არაადამიანურად ეპყრობიან.
როგორც პრომო ვიდეოდან ვიგებთ, მოხუცებს თმები ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს
ანტისანიტარიის გამო, რათა ტილებისგან დაეცვათ. ჩამორთმეული აქვთ საპენსიო
ბარათები და შვილებს მხოლოდ ფანჯრიდან ნახვის საშუალებას აძლევენ, რათა მათი
რეალური ყოფა დაფარული იყოს.