ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოება”მყარი ეჭვი მაქვს, რომ ცოცხალია…” - ანრი ჯოხაძე

”მყარი ეჭვი მაქვს, რომ ცოცხალია…” – ანრი ჯოხაძე

amindi

მომღერალი ანრი ჯოხაძე ტელეიმედზე ნოე სულაბერიძესთან იყო გადაცემაში და ისაუბრა იმაზე, რომ შესაძლოა, მას ჰყავდა ძმა, რომელიც გააშვილეს:

“მყარი ეჭვი მაქვს, რომ ჩემი ძმა ცოცხალია და ის გააშვილეს. იმ წლებში ძალიან ბევრი ფაქტი მომხდარა ბავშვების მოპარვის და გაშვილების. ბოლო დროს ხალხი ამაზე ღიად ალაპარაკდა… ვესაუბრე თამუნა მუსერიძეს და მან დამაკვალიანა თუ როგორ დამეწყო გამოძიება”, – ამბობს ანრი.

ანრიმ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ მისი ამღერება მამის დაპატიმრებას უკავშირდებოდა. “ჩემი ამღერება უკავშირდება მამის პატიმრობას… როდესაც მამა დაიჭირეს – დედამ პირობა მისცა: “შენს შვილებს ყოველთვის ნახავ ტელევიზორში!” და ეს პირობა შეასრულა. ჩვენ სულ ვმონაწილეობდით საახალწლო სატელევიზიო გადაცემებში და მამა გვიყურებდა, მანამ სანამ პირადად გავიცნობდით…”

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!