ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები"დანა რო გავაგდებინე თავში და სახეზე გამეტებით მირტყამდა...ჩემთვალწინ მოკლეს" - ვარკეთილში 25...

“დანა რო გავაგდებინე თავში და სახეზე გამეტებით მირტყამდა…ჩემთვალწინ მოკლეს” – ვარკეთილში 25 წლის ბიჭმა მამა შვილი სასიკვდილოდ სცემა

amindi

"მინდა ყველა იცნობდეთ ამ მკვლელს. 18ივნისს შუაღამისას როდესაც ვბანაობდი და მამა იყო მაღაზიაში გასული სახლში შემოვიდა მეზობელი 25წლის რომან გიკაშვილი.მალევე გავიგე მამას შემოსვლაც. ადამიანი რომლის სახელიც ეხლა გავიგე და მხოლოდ ვესალმებოდი ცადა ჩემი და მამას მოკვლა. მამას 30ზე მეტი ჭრილობა აქვს თავზე.მე რადგან ბევრჯერ მოვიშორე დანა, მაქვს მხოლოდ 4ჭრილობა და ვარ სასტიკად ნაცემი.ყველანაირად ცადა ჩემი მოკვლა.აბანოში მგუდავდა . 3 ჯერ გავაგდებინე დანა ყელი რომ უნდა გამოეჭრა .დანა რო გავაგდებინე თავში და სახეზე გამეტებით მირტყამდა ყველაფერს. ბოლოს სახლს წაუკიდა ცეცხლი მოუშვა გაზი და გაიქცა.რათქმაუნდა დაიჭირეს. ჩვენ სასწაულებრივად გადავრჩით მადლობა უფალს და მადლობა მეზობლებს ვინც გადაგვარჩინა.და ყველას ძალიან. დიდი მადლობა ბინც ეს დღეები გვერდით დამიდგა.ვინც დიდი ხანია მიცნობს იცის 17წლის ვიყავი დედას კიბოს დიაგნოზი რომ დაუსვეს. მაშინ ჩემი ცხოვრება გვერდზე გადავდე და ჩემი თავი დედას მივუძღვენი. თითქმის 2წელი ყველაფერს ვაკეთებდი რაც შემეძლო.ბოლო ნახევარი წელი ძალიან მძიმედ მყოფ დედას ვუვლიდი ყოველდღე ვხვდებოდი რო ხელიდან მეცლებოდა და ვერაფერს ვშველოდი..დედას გარდაცვალებიდან 8წელზე მეტი გავიდა და დღემდე ის ტრამვა არ გამნელენია. ეს წლებია მხოლოდ ჩემი ოჯახისთვის ვცოცხლობ და ვცხოვრობ. ვარ ჩემთვის წყნარად და ცუდად არავის არასდროს შევხებივარ. ამ 8წლის შემდეგ კი ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრამვა როცა მამა მკვდარი მეგონა და ჩემთვალწინ მოკლეს. მე ვინც ყველას ყოველთვის ყველაფეეს ვპატიობდი და არასდროს არავინ შემძულებია.ამის გამკეთებელს არასდროსბვაპატიებ მინდა ციხიდან ცოცხალი ვერასდროს გამოვიდეს .ეს არის ჩემი ცხვორების პირველი ადამიანი ვინც მძულს ბინც ერთადერრთ მამას მიკლავდა.გისურვებ მთელი გულით რომ რაც ჩვენ მოგვაყენებიმაზე მეტად წამებით მოკვდე ძალიან მალე. შენნაირები არუნდა არსებობდნენ .შეგნებულად არ ვდებ მამას ფოტოს რადგან ის ჩემზე გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია საბედნიეროდ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.. აქვე მიზეზი უცნობია რის გამო კლავდა მამას..და მე როგორც მოწმეს.."


frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!