ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია:
“დნნნ….!!!! დნნნ!!
პირველად, სააკაშვილის პატიმრობის მანძილზე, სალომე მიშას სასჯელის ფორმის შემსუბუქებაზე ალაპარაკდა….
სალომე რომ ამ სიტყვებს ტყუილად არ იტყოდა, ცხადია.
მეხუთე პრეზიდენტი მესამე პრეზიდენტის ელექტრონული სამაჯურით გათავისუფლების მომხრეა. ფრანს 24-თან ინტერვიუში თქვა –
,,მე ვფიქრობ, რომ მას უნდა მოექცნენ და ეს გამიხმაურებია კიდევაც, როგორც ძალიან ბევრ პრეზიდენტს ექცევიან სხვა ქვეყნებში. არსებობს ელექტრონული სამაჯურები და სხვა ფორმები, რომლებიც ბევრად უფრო შეესაბამება იმ ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში უნდა შესვლა,”.
ჩემი აზრით, ევროპიდან კონკრეტული გზავნილით მოდის ბიძინასთან, მიშას სასჯელის ალტერნატიულ ფორმაზე. სხვა შემთხვევაში ამას არ იტყოდა.
p.s- ,,ოცნება, დილით აქებდა და ადიდებდა სალომეს, ახლა არ ვიცი.”