ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიბავშვებმა საკუთარი თანაკლასელი მოკლეს და... - რა მოხდა ლეღვაში, მკვლელობის ახალი დეტალები

ბავშვებმა საკუთარი თანაკლასელი მოკლეს და… – რა მოხდა ლეღვაში, მკვლელობის ახალი დეტალები

amindi

პრაიმტაიმის ინფორმაციით სოფელ ლეღვაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი – “კურიერი” იმ პირის ბაბუას ესაუბრა, ვის სახლშიც 4 ახალგაზრდა დასასვენებლად იმყოფებოდა.

ბაბუა ჰყვება, რომ მისი შვილიშვილი ლონდონში სწავლობდა და საქართველოში თავის მეგობარ გოგონასთან და 4 სხვა მეგობართან ერთად, დასასვენებლად 5 დღით ჩამოვიდა.

როგორც ბაბუა ამბობს, მან ახალგაზრდებს სუფრა გაუშალა და საღამოს მარტო დატოვა. დილით კი შეამჩნია, რომ ახალგაზრდებს 1 ადამიანი აკლდათ. ჩამოსვლიდან 3 დღის შემდეგ კი, მისმა შვილიშვილმა საქართველო დატოვა და კვლავ ლონდონში დაბრუნდა.

როდესაც ახალგაზრდა ბიჭის გაუჩინარების შესახებ მისმა მშობლებმა შეიტყვეს, პოლიციაში განაცხადეს. ბიჭებმა, რომლებიც ბათუმიდან იყვნენ პოლიციას უთხრეს, რომ მათმა დაკარგულმა მეგობარმა წასვლა მოისურვა და ის წითელი ტაქსით გააცილეს.

სწორედ ამის შემდეგ, ბიჭის კვალი ქრება, შემდეგ კი დაკარგულ ბიჭს გარდაცვლილს და დამარხულს პოულობენ.

როგორც ბაბუა ჰყვება, გარდაცვლილი და მისი შვილიშვილი მეგობრები და კლასელები იყვნენ. ასევე, ბაბუის განცხადებით, სახლში კონფლიქტი არ ყოფილა და პირიქით, ახალგაზრდები კარგად ერთობოდნენ.

ცნობისთვის, სოფელ ლეღვაში 20 წლის ბიჭი მოკლეს. სამდღიანი ძებნის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი დამარხული იპოვეს. განცხადება გაავრცელა შსს-მაც – უწყების ცნობით, საქმეზე სამი პირი დააკავეს, ერთს კი დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი, რადგან მან ქვეყანა დატოვა.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!