ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიმე-9 სართულიდან ლიფტი ჩავარდა, რომელშიც სამწუხაროდ ცოლ-ქმარი და 1 წლის ბავშვი... -...

მე-9 სართულიდან ლიფტი ჩავარდა, რომელშიც სამწუხაროდ ცოლ-ქმარი და 1 წლის ბავშვი… – უმძმესი შემთხვევა ახლახანს მოხდა

amindi

“დღეს სიკვდლს ჩავხედე თვალებში…” – მოქალაქის ინფორმაციით, გლდანში მე-9 სართულიდან ლიფტი მოწყდა, სადაც 3 ადამიანი იმყოფებოდა
მო­ქა­ლა­ქის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გლ­დან­ში, მე­სა­მე მიკ­რო­რა­ი­ო­ნის მე-11 კორ­პუ­სის სა­დარ­ბა­ზო­ში მე-9 სარ­თუ­ლი­დან ლიფ­ტი მო­წყდა. რო­გორც გლ­და­ნის მა­ცხოვ­რე­ბე­ლი “ფე­ის­ბუ­ქის” გვერ­დზე არ­სე­ბულ ჯგუფ­ში წერს, ის ამ დროს მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. .

“დღეს სიკ­ვდლს ჩავ­ხე­დე თვა­ლებ­ში. ჩემი ერთი წლის შვილ­თან და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, მე­სა­მე მიკ­როს 11 კორ­პუ­სის მე-4 სა­დარ­ბა­ზო­ში მე­ცხრე სარ­თუ­ლი­დან ლიფ­ტი მო­წყდა და შახ­ტა­ში ჩა­ვარ­და, გული თუ არ გაგ­ვის­კდე­ბო­და არ მე­გო­ნა ჩემი წი­ვი­ლი ყვე­ლას ეს­მო­და, არ ვიცი ლიფ­ტში კი­დევ რო­დის დავ­ჯდე­ბი და ამ შიშს რო­დის გა­დავ­ლა­ხავ. სა­ნამ ვინ­მეს იმ­სხვერ­პლებს იქ­ნებ მოგ­ვიგ­ვა­როთ ეს პრობ­ლე­მა არ ვიცი კო­მენ­ტარს რამ­დე­ნად მი­აქ­ცე­ვენ ყუ­რა­დღე­ბას და აქაც დავ­დე…” წერს მო­ქა­ლა­ქე გლ­და­ნის ფე­ის­ბუქ ჯგუფ­ში.

რო­გორც გლ­და­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი კოტე ზარ­ნა­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, ამ­ხა­ნა­გო­ბის თამ­ჯდო­მა­რეს აღ­ნიშ­ნუ­ლი ლიფ­ტის გა­ნახ­ლე­ბა­ზე გამ­გე­ო­ბის­თვის არ მი­უ­მარ­თავს. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ცი­დენ­ტის დროს ად­გილ­ზე იყო გამ­გე­ო­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი.

“აღ­ნიშ­ნუ­ლი ლიფ­ტის გა­ნახ­ლე­ბა­ზე ამ­ხა­ნა­გო­ბას არ მო­უ­მარ­თავს და წე­სის მი­ხედ­ვით ამ­ხა­ნა­გო­ბის თავ­ჯდო­მა­რემ უნდა მი­მარ­თოს ად­გი­ლობ­რივ გამ­გე­ო­ბას შე­სა­ბა­მი­სი წე­სის მი­ხედ­ვით. რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ხდარს, რო­გორც გვე­უბ­ნე­ბი­ან, ლიფ­ტი არ ჩა­ვარ­დნი­ლა, მუხ­რუჭ­მა და­ი­ჭი­რა და უბ­რა­ლოდ ბიძ­გი იყო” – ამ­ბობს ზარ­ნა­ძე.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!