მომღერალი ლელა წურწუმია თვლის რომ ქვეყანას სოფლის მეურნეობა გადაარჩენს. ამის შესახებ მან შორენა ბეგაშვილის გადაცემაში განაცხადა.
„ძალიან მაინტერესებს სოფლის მეურნეობა. მეცხოველეობა. ბაბუაჩემი იყო ზოოტექნიკოსი, აუცილებლად გადავალ სოფელში. ვიყოლიებ ფერმას, ქათმებს. თვითონ დავბარავ, მოვთოხნი, ძალიან მომწონს ეს ყველაფერი.
ჩვენი ქვეყნის გადამრჩენელი არის სოფლის მეურნეობა. მე შეიძლება დილეტანტი ვარ ამ თემაში, მაგრამ ასე ვფიქრობ. 50 წლის ვარ და მახსოვს სოფელი კვებავდა ქალაქს.
დღეს სოფელი დაშლილია, ტყუილად არის ამდენი მინდორ-ველი. ჩვენ თუ სოფელში დავაბრუნებთ ხალხს დამიჯერეთ ბევრად კარგად ვიქნებით.
ამდენი ონკო დაავადება რომელიც არის, ბინძური ჰაერის გარდა, საკვებიდანაც არის შემოსული, აღარ ვიცით რას ვჭამთ. ორივე დას ჰქონდა ონკო დაავადება და ვიცი რასაც ვლაპარაკობ“ - განაცხადა ლელა წურწუმიამ გადაცემაში.