ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები„მიცვალებულის ტელეფონი რომ მოგვცეს, მესიჯები წაშლილი იყო“ - რას ჰყვება გურჯაანში გარდაცვლილი...

„მიცვალებულის ტელეფონი რომ მოგვცეს, მესიჯები წაშლილი იყო“ – რას ჰყვება გურჯაანში გარდაცვლილი ორსულის მეგობარი

amindi

ოჯახის ახლობლების განცხადებით, გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსში“ მშობიარე ქალის გარდაცვალების მიზეზი ექიმების უყურადღებობა გახდა, ხოლო მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქალმა მკვდარი ბავშვი დაბადა და თავად სისხლდენით გარდაიცვალა, ტყუილია.

როგორც გარდაცვლილის, ზინაიდა აბუსელიძის მეგობარი, სალომე კოტია „პრაიმტაიმს“ უყვება, ქალი საავადმყოფოში სამ სექტემბერს, დაახლოებით პირველი საათისთვის, მუცლის მცირედი ტკივილით შეიყვანეს და მას არავითარი სისხლდენა არ ჰქონია.

„მე ვარ გარდაცვლილის მეგობარი, გარდაცვლილი სამი წელი ჩემთან ერთად ცხოვრობდა. ჩემი და მისი მეუღლე კომპანიონები არიან. ცხრა თვის ფეხმძიმე იყო, მთელი ეს პერიოდი ყველაფერი მიმდინარეობდა ისე, როგორც ჯანმრთელ ორსულს შეეფერება. ჰყავდა პირადი ექიმი, რომელიც კვირაში ერთხელ ჩამოდიოდა გურჯაანში, ისე ეს ექიმი „გაგუას“ კლინიკაში მუშაობს თბილისში.

როცა ექოსკოპია გადაიღო, ერთმა უთხრა, რომ  7-8 სექტემბრამდე ელოდებოდა ბავშვს, ხოლო მეორემ უთხრა, რომ 29 სექტემბრის მერე იმშობიარებდა. პარასკევს კიდევ  იყო მისული, ექოსკოპია გადაიდო ორშაბათამდე, მაგრამ სამ სექტემბერს, შაბათს მუცელი ასტკივდა. წავიყვანეთ გურჯაანის საავადმყოფოში, გზაში ურეკავდა პირად ექიმს, თუმცა მან არ უპასუხა, ეტყობა არ ეცალა.

ჩვეულებრივად, თავისი ფეხით ჩაჯდა მანქანაში და იქაც ეტლში გადავსვი, განა იმიტომ, რომ არ შეეძლო, უბრალოდ, წესია ასეთი. მუცლის ტკივილებით შევიყვანეთ და იმ საღამოს დაიტოვეს, ერთ საათში მოვიკითხე და მომწერა - გულისცემა კარგია, ტკივილმა მიკლო, რა ვქნა არ ვიციო.

მერე საჭმელიც მიუტანეს, ბოლოს აღარც უჭამია. იმ საღამოს იმ წყეულ საავადმყოფოში უყურადღებოდ დატოვეს, ეს ძალიან თავმდაბალი და უთქმელი გოგო იყო, არ შეაწუხა, იწვა ბნელ ოთახში, დაურეკა ნათლიამ და მას უთხრა, შუქი ჩამიქრესო. მეორედ დარეკვაზე უკვე ჟანგბადი ედგა, ჰაერის უკმარისობა მაქვსო და ცხვირიდან სისხლი წასკდა. ამ დროს ვიღაც ქალი შემოვიდა და ტელეფონი გაათიშინა და ჩამოართვა. მას შემდეგ დილამდე ვრეკავდი და აღარ მიპასუხა არავინო, ამბობს ნათლიამისი“, - გვიყვება გარდაცვლილის მეგობარი.

როგორც სალომე კოტია აცხადებს, ახლობლები ვარაუდობენ, რომ გოგო იმავე საღამოს, 3 სექტემბერს გარდაიცვალა და ექიმები ამას მალავენ.

მისივე თქმით, გარდაცვლილის მობილურში მიმოწერა წაშლილია.

„ყველა ვვარაუდობთ, რომ იმ საღამოს გარდაიცვალა, გურჯაანის საავადმყოფოს დირექტორი რომ აჟღერებს 4 სექტემბერს დილას მშობიარე შემოვიდა, აღრიცხვაზე არ იმყოფებოდა, სისხლდენით შემოვიდა და მკვდარი ბავშვი დაბადაო, ეს არის სრული ტყუილი, ყველაფერი ტყუილია, რადგან მე შევიყვანე ის სამ სექტემბერს, პირველი საათისთვის და ამას მესიჯებითაც დავამტკიცებ. მათ ეს გოგო მოუკვდათ უყურადღებობით.

დღეს დამირეკეს „ჯეოჰოსპიტალიდან“ და გაგვიწიეთ კონსულტაცია, რომ ბავშვი აღრიცხვაზე ავიყვანოთ, როგორც გარდაცვლილიო, არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ ამ საქმის ჩახურვას, მიცვალებული ხვალ უნდა დავმარხოთ. 

მიცვალებულის ტელეფონი რომ მოგვცეს,  ექიმთან გადაგზავნილი ექოსკოპიები, ზარები, SMS-ბი ყველაფერი წაშლილი იყო. მათ წაშალეს. ეს გოგო არასოდეს არაფერს შლიდა მობილურიდან“, - აცხადებს სალომე კოტია.

გარდაცვლილის ახლობლები ფიქრობენ, რომ ექსპერტიზის პასუხს გააყალბებენ.

„პოლიციაც იყო ექსპერტიზაც ჩაუტარდა, გამოძიება დაწყებულია, მაგრამ ვიცი, რომ აუცილებლად ყალბი პასუხი ჩამოვა და ვერ გავიმარჯვებ. მინდა, ხალხმა იცოდეს, რეალურად რა მოხდა იქ, რომ სხვაც არ მოკლან“, - განაცხადა სალომე კოტიამ „პრაიმტაიმთან“ საუბარში.

„პრაიმტაიმმა“  „ჯეოჰოსპიტალის“ დირექტორთან დაკავშირება სცადა, თუმცა გელა ორველაშვილი მედიასთან დამატებით კომენტარს აღარ აკეთებს.

მანამდე „ჯეოჰოსპიტალის“ დირექტორი აცხადებდა, რომ ბავშვი გარდაცვლილი დაიბადა და მშობიარესაც მოულოდნელად სისხლდენა დაეწყო.

„ძალინ რთულია, ჩვენი ექიმებისთვისაც ეს ფაქტი. როგორც მეუბნებიან, ბავშვი გარდაცვლილი დაიბადა და ქალსაც, მოულოდნელი გართულება დაემართა. არ არის ადვილი ადამიანის, მით უმეტეს ორსულის და ბავშვის დაღუპვა. ვნახოთ, გაირკვევა, რა მოხდა, მსგავსი რამ ჩვენთან, არასოდეს ყოფილა“ - აცხადებდა ორველაშვილი.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!