თბილისში, ვარკეთილში ავარიას მოზარდი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი ტროტუარზე იდგა, როცა სწრაფად მოძრავი მანქანა დაეჯახა.
“უფალო, ეს რა ვნახე! ახლა უნდა დამეწერა, ცოცხალ-მკვდარი ვარ. თუ ვინმეს ვინაობა ეცოდინება, გთხოვთ, პირადად მომწეროთ, მინდა, მივიდე”, – წერს ნათია მავნელიძე.
როგორც ირკვევა, დაღუპული გოგონა ანი ჩინჩალაძეა. ის 177-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა.