შაბათი, აპრილი 19, 2025
ფრენები
მთავარისაზოგადოება"ღვთაებრივი ცეცხლი ყველაზე ნაკლები სასწაულია იმასთან შედარებით, რასაც..." - რას წერს პეტრე...
თვითფრინავის ბილეთები

“ღვთაებრივი ცეცხლი ყველაზე ნაკლები სასწაულია იმასთან შედარებით, რასაც…” – რას წერს პეტრე კოლხი?

frenis kompensaciafrenis kompensacia

მამა პეტრე (კვარაცხელია) იმ სასწაულებზე წერს, რომლებიც ყოველი ადამიანის ცხოვრებაშია.

“მთელი ჩვენი ცხოვრება სასწაულია…

ის, რომ ვსუნთქავთ, ცოცხალი ვართ და კიდევ ერთ აღდგომის დღესასწაულს ვეგებებით, უდიდესი სასწაულია…

ჩვენი ცოდვების და დაცემული ბუნების მიუხედავად, ღმერთი რომ არ გვტოვებს და ხელს წამოგვაშველებს, სასწაულია…

ხშირად რომ გამოუვალ სიტუაციაში აღმოვჩნდებით და ვიტყვით, მორჩა, აქ ყველაფერი მთავრდება, მაგრამ უხილავი ძალა ყველაფერს სასიკეთოდ ცვლის-სასწაულია…

ძალაგამოცლილები ისევ რომ ფეხზე ვდგებით და თავისუფლად  სიარულს ვახერხებთ-სასწაულია…

ღვთაებრივი ცეცხლი ყველაზე ნაკლები სასწაულია იმასთან შედარებით, რასაც ღმერთი ჩვენ ყოველდღიურობაში ახდენს. ჰოდა,  შევიგრძნოთ, დავაფასოთ და წლიდან წლამდე მარტო ნუ ველოდებით მას, რადგან ყოველწამს სასწაულების გარემოცვაში ვართ, უბრალოდ, აუცილებლად უნდა დავინახოთ!..”, – წერს სასულიერო პირი.

Facebook კომენტარები
amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით