„გონების დაკარგვა არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი, რომელიც კიდევ ერთხელ სიგნალი უნდა აღმოჩნდეს ყველასთვის, რომ ამ ადამიანს დიდი დრო არ აქვს დარჩენილი, თუ ჩვენ არ გავითვალისწინებთ მისი ჯანმრთელობის ობიექტურ მდგომარეობას“, – აღნიშნა ხერხეულიძემ.
ამასთან, ის გამოეხმაურა ამერიკელი დიპლომატის, მაიკლ მაკფოლის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „სააკაშვილის ციხეში სიკვდილი პუტინის გამარჯვება და ქართული დემოკრატიისთვის დიდი დარტყმა იქნება“. როგორც ხერხეულიძემ განაცხადა, მაკფოლი არის აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის უშუალო წარმომადგენელი რუსეთთან დაკავშირებულ სანქციებთან მიმართებით.
„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები როგორ შეაფასებენ ამას. საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ მაკფოლი გახლავთ ბაიდენის ადმინისტრაციის უშუალო წარმომადგენელი რუსეთთან დაკავშირებულ სანქციებთან მიმართებით. მისი განცხადება ხაზგასმით ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ჩვენი ქვეყნის მტრებს ეგონათ, რომ დემოკრატიული სამყარო მიატოვებდა მიხეილ სააკაშვილს და ისინი უნდა გავაწბილოთ”- განაცხადა ეკა ხეხეულიძემ.
მან ასევე აღნიშნა და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიმართა და ახსენა მაკფოლის განცხადებაც – ეს იქნება უწყვეტი რეაგირება დემოკრატიული მსოფლიოს ნაწილისგან. ეს მოლოდინი ჩვენი ქვეყნის ყველა კეთილმოსურნეს უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.