თბილისში 17 წლის ბიჭს ეძებენ. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც ირკვევა, არასრულწლოვანი სახლიდან, დღეს, დილის 8 საათზე გავიდა და მას შემდეგ, ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონია.
,,მეგობრებო, გთხოვთ, გააზიარეთ, თბილისში დაიკარგა 17 წლის დავით ჯანიქი. სახლიდან გავიდა დილის 8 საათზე და არ ჰქონია კონტაქტი შუადღის 2 საათის შემდეგ. ტელეფონი გამორთული აქვს. წაიღო პასპორტი, ოქროს ცეპი და დატოვა წერილი. თუკი ფლობთ რამე ინფორმაციას, გთხოვ დარეკოთ ნომერზე: 593 080 088", - აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში.