ამ წუთებში, პლეხანოვზე, "ფაბრიკის" მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილზებულნი.
ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, პოლიციის მობილიზება 112-ში შესულ შეტყობინებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც "ფაბრიკის" ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობაა.
არის თუ არა ეს ცრუ შეტყობინება, ამის გასარკვევად შსს-ს დავუკავშირდით.
"ადგილზე მობილიზებულები არიან შესაბამისი სამსახურები და მუშაობენ. ამ ეტაპზე დამატებით ვერაფერს გეტყვით," - აცხადებენ უწყებაში ამ დროისთვის.
ადგილზე იმყოფება "რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფი და დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.