სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოება"ჯადოსნური დღე გამოგვივიდა დღეს... ეს ემოცია გიოს არასდროს დაავიწყდება" - "კვარამ" პატარა...

“ჯადოსნური დღე გამოგვივიდა დღეს… ეს ემოცია გიოს არასდროს დაავიწყდება” – “კვარამ” პატარა გულშემატკივარს, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, ოცნება აუხდინა

amindi
"ჯადოსნური დღე გამოგვივიდა დღეს... ეს ემოცია გიოს არასდროს დაავიწყდება" - "კვარამ" პატარა გულშემატკივარს, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, ოცნება აუხდინა

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­სა და იტა­ლი­უ­რი "ნა­პო­ლის" ქარ­თველ­მა ვარ­სკვლავმა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ მის გულ­მხურ­ვა­ლე გულ­შე­მატ­კი­ვარს, 14 წლის გი­ორ­გი მურ­ვა­ნი­ძეს სა­ნუკ­ვა­რი ოც­ნე­ბა აუს­რუ­ლა და ბერი ან­დრი­ას ფონდში ზურა და­ვი­თაშ­ვილ­თან ერთად ეწ­ვია.

გიო ბერი ან­დრი­ას ფონდში 2 წე­ლია ცხოვ­რობს. მას უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბა აქვს, რო­მელ­საც ვაჟ­კა­ცუ­რად ებ­რძვის. გი­ორ­გის ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ფა­ნო­ბის შე­სა­ხებ ბერი ან­დრი­ას დე­დამ, თი­ნა­თინ­მა გა­სულ კვი­რას სა­ზო­გა­დო­ე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით აც­ნო­ბა.

მა­შინ "კვა­რამ" სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლის, ზურა და­ვი­თაშ­ვი­ლის მეშ­ვე­ო­ბით გულ­შე­მატ­კი­ვარს "მე­სენ­ჯე­რის" მეშ­ვე­ო­ბით ესა­უბ­რა და დაჰ­პირ­და, რომ როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­დო­და, პი­რა­და­დაც გა­იც­ნობ­და.

გუ­შინ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ სა­კუ­თარ გულ­შე­მატ­კი­ვარს ეს პი­რო­ბა შე­უს­რუ­ლა.

"ჯა­დოს­ნუ­რი დღე გა­მოგ­ვი­ვი­და დღეს, გიო მურ­ვა­ნი­ძეს ყვე­ლა­ზე სა­ნუკ­ვა­რი ოც­ნე­ბა ავას­რუ­ლეთ, გულ­ში ჩა­იკ­რეს მის­მა ფა­ვო­რიტ­მა ვარ­სკვლა­ვებ­მა, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ და ზუკა და­ვი­თაშ­ვილ­მა. ეს ემო­ცია და სი­ხა­რუ­ლი არას­დროს და­ა­ვი­წყდე­ბა გიოს, უდი­დე­სი მო­ტი­ვა­ცი­ით გა­აგ­რძე­ლებს ბრძო­ლას და იმე­დი მაქვს, გა­ვი­მარ­ჯვებთ!" - წერს ბერი ან­დრი­ას დედა თი­ნა­თი­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!