ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეით 20-მდე ბავშვი მოიწამლა. “აჭარა.News”-ის ინფორმაციით 7 მოზარდი ინტოქსიკაციით ბათუმის იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, 2 კი მედ ცენტრში.
ამ წუთებში კიდევ 8 მოზარდი გადაყავთ იაშვილის კლინიკაში. ადგილზე, სასწრაგო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. დამატებით დეტალებს ვარკვევთ.