პარასკევი, ნოემბერი 22, 2024
ფრენები
მთავარისხვადასხვა"ეს ბედნიერი დასასრულია... დედა საზღვარგარეთაა და იქ გაიგო ყველაფერი" - საოცარი ისტორია...

“ეს ბედნიერი დასასრულია… დედა საზღვარგარეთაა და იქ გაიგო ყველაფერი” – საოცარი ისტორია ქართველ ტყუპ დებზე, რომლებმაც ჯერ ერთმანეთი, 20 წლის შემდეგ კი მშობლები იპოვეს

amindi

2022 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ჯგუფ­ში "ვე­ძებ“ გა­მოქ­ვეყ­ნდა პოს­ტი, სა­დაც 20 წლის ტყუ­პი და, რომ­ლებ­მაც ჯერ ერ­თმა­ნე­თი იპო­ვეს, ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებს ეძებ­დნენ.

ტყუ­პე­ბი 20 წლის წინ სხვა­დას­ხვა ოჯახ­ში გა­აშ­ვი­ლეს, ანო სარ­თა­ნია - თბი­ლის­ში, თა­მარ ხვი­ტია კი ზუგ­დიდ­ში.

14 წლის ასაკ­ში გო­გო­ნებს უც­ნობ­მა ქალ­მა ერ­თმა­ნე­თის ფო­ტო­ე­ბი გა­უგ­ზავ­ნა და მის­წე­რა, რომ მას ძა­ლი­ან ჰგავ­და. წლე­ბის შემ­დეგ, ტი­კტოკ­ზე, თა­მა­რის ფოტო გა­მოქ­ვეყ­ნდა, სა­დაც ჩან­და, რომ გო­გო­ნამ პირ­სინ­გი გა­ი­კე­თა, ასე იპო­ვეს ერ­თმა­ნე­თი...

გო­გო­ნებს თა­ვი­დან ეგო­ნათ, რომ უბ­რა­ლოდ, გავ­დნენ ერ­თმა­ნეთს, ეჭვი მა­შინ გა­უჩ­ნდათ, როცა გა­ი­გეს, ორი­ვე ჩხო­რო­წყუ­ში და­ი­ბა­და.

თა­მარს დე­დის მე­გო­ბარ­მა უთხრა, რომ ნაშ­ვი­ლე­ბია. ანოს მა­ინც ბოლო წუ­თამ­დე სჯე­რო­და, რომ დე­და­მი­სის შვი­ლი იყო და უბ­რა­ლოდ, ქალს მშო­ბი­ა­რო­ბი­სას თა­მა­რი წა­არ­თვეს. ანომ ბი­ძაშ­ვილს მი­წე­რა, იყო თუ არა აყ­ვა­ნი­ლი, რა­ზეც პა­სუ­ხი ვერ მი­ი­ღო. გო­გო­ნა მა­შინ მიხ­ვდა, რომ ნაშ­ვი­ლე­ბი იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ყვე­ლა­ფე­რი ბე­ბი­ამ და­უ­დას­ტუ­რა, უთხრა, რომ აღ­მზრდელ დე­დას ორი წლის მან­ძილ­ზე უნ­დო­და ამის თქმა...

ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბის ძებ­ნა დებ­მა ერთი წლის შემ­დეგ და­ი­წყეს. ჯგუფ­ში „ვე­ძებ,“ რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლის­ტმა თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძემ წლე­ბის წინ და­ა­ფუძნა და უამ­რავ ადა­მი­ანს ეხ­მა­რე­ბა ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბის მო­ძებ­ნა­ში. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც დები აღ­მოჩ­ნდნენ...

თა­მარ და ანო ხვი­ტი­ე­ბი

 

2022 წელი, 12 ოქ­ტომ­ბე­რი, ჯგუფ­ში „ვე­ძებ,“ იდენ­ტუ­რი ტყუ­პე­ბი სა­ერ­თო პოსტს აქ­ვეყ­ნე­ბენ, სა­დაც წე­რია:

- გა­მარ­ჯო­ბა. მე და ჩემი ტყუ­პი და ვე­ძებთ ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებს. რო­გორც ვი­ცით, #2002წლის24ივ­ნისს #კირ­ცხში ვართ და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი. მაგ­რამ სან­დო რამ­დე­ნა­დაა, არ ვი­ცით, რად­გან ჩემი და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი არ ემ­თხვე­ვა ჩემი დი­სას. ცალ-ცალ­კე ვართ გაშ­ვი­ლე­ბუ­ლე­ბი და რა თქმა უნდა, ორი რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ის­ტო­რი­აა შე­თხზუ­ლი. გვა­რე­ბიც სხვა­დას­ხვა ვი­ცით: #ჭი­თა­ნა­ვა და #გა­ხა­რია. შე­საძ­ლე­ბე­ლია გვყავ­დეს უფ­რო­სი და-ძმე­ბი. სამ­შო­ბი­ა­რო­ში არა­ნა­ი­რი სა­ბუ­თი არ არის, სა­დაც ფი­გუ­რი­რებს ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა. ისეა, თით­ქოს ჩვენ­მა გამ­ზრდელ­მა დე­დებ­მა გაგ­ვა­ჩი­ნეს. ვინ­მეს ეს ის­ტო­რია თუ გეც­ნო­ბათ, ან დრო ემ­თხვე­ვა, შეგ­ვეხ­მი­ა­ნეთ...

2023 წელი, 25 მარ­ტი, თა­მარ­მა და ანომ ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბი იპო­ვეს... ჯგუფ­ში „ვე­ძებ“ დე­ბის კი­დევ ერთი სტა­ტუ­სი გა­მოქ­ვეყ­ნდა, ამ­ჯე­რად ერ­თსი­ტყვი­ა­ნი.

"ვი­პო­ვეთ..."

AMBEBI.GE თა­მარ ხვი­ტი­ას და­უ­კავ­შირ­და. გო­გო­ნა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია და ახლა მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ცხოვ­რობს. ქვე­ვით მოგ­ვიყ­ვე­ბა, რა გზა გა­ი­ა­რა ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბის სა­პოვ­ნე­ლად.

თა­მარ ხვი­ტია:

- რო­გორც კი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბის ძებ­ნა და­ვი­წყეთ, პირ­ვე­ლი რაც გა­ვა­კე­თეთ, ჯგუფ­ში „ვე­ძებ“ პოს­ტი გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ. ამ დროს გა­მოგ­ვეხ­მა­უ­რა გო­გო­ნა, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ ჩვე­ნი და უნდა ყო­ფი­ლი­ყო. შემ­დეგ ტეს­ტი გა­ვი­კე­თეთ და დღეს დი­ლას მო­ვი­და და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი. ოღონდ ყვე­ლა­ფე­რი ასე მარ­ტი­ვად არ ყო­ფი­ლა, იყო ბევ­რი ხე­ლის შეშ­ლა, მას­თან ოქ­ტომ­ბრი­დან კონ­ტაქ­ტი გვქონ­და, სა­ნამ გა­ვარ­კვევ­დით, რომ ნამ­დვი­ლად ბი­ო­ლო­გი­უ­რი და იყო.

- თა­მარ, სულ რამ­დე­ნი და-ძმა ხართ?

- ხუთი დედ­მა­მიშ­ვი­ლი აღ­მოვ­ჩნდით. ტყუ­პი და და ასე­ვე გვყავს ერთი ძმა და ორი და.

- რო­გორ მოხ­და თქვე­ნი გაშ­ვი­ლე­ბა?

- რო­გორც გვი­თხრეს, ბი­ო­ლო­გი­ურ­მა მა­მამ იცო­და, რომ მე ზუგ­დიდ­ში ვი­ყა­ვი გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი. ბი­ო­ლო­გი­უ­რი ოჯა­ხი ჩხო­რო­წყუ­ში ცხოვ­რობ­და. მამა ხში­რად ჩა­მო­დი­ო­და ზუგ­დიდ­ში, რომ შო­რი­დან და­ვე­ნა­ხე. დედა სა­ზღვარ­გა­რეთ არის და ახ­ლა­ხანს გა­ი­გო ყვე­ლა­ფე­რი. თუმ­ცა იცო­და, რომ შვი­ლე­ბი ცო­ცხა­ლი ჰყავ­და, სამ­წუ­ხა­როდ, მო­უ­წია ბავ­შვე­ბის და­ტო­ვე­ბა რა­ღაც მი­ზე­ზე­ბის გამო, უფრო მა­მის ბრა­ლი იყო ყვე­ლა­ფე­რი. ჩემი უმ­ცრო­სი დაც უცხო­ეთ­შია დე­დას­თან ერ­თად.

- რო­გო­რი იყო თქვე­ნი რე­აქ­ცია, რო­დე­საც წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ უფრო მეტი დე­ტა­ლი შე­ი­ტყვეთ?

- სა­ერ­თოდ, რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ადა­მი­ა­ნი რო­გორ მო­იქ­ცე­ვა არა­ვინ იცის, უნდა გა­უ­გო. მე და ჩემ ტყუ­პის­ცალ დას გვყავს სა­ო­ცა­რი აღ­მზრდე­ლი მშობ­ლე­ბი. ჩემ­თვის ეგ­რეა, რომ აღ­მზრდე­ლი დედა ვინც არის, ის არის ნამ­დვი­ლი დე­დაც და მშო­ბე­ლიც. მეს­მის იმ ადა­მი­ა­ნის, რომ ბი­ო­ლო­გი­უ­რი დე­დაა და მე მყავს ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა. მე და ანო ორი­ვე, რო­გორც დე­დი­სერ­თე­ბი, ისე გა­ვი­ზარ­დეთ, ახლა დრო დაგ­ვჭირ­დე­ბა, რომ ჩვე­ნი ბი­ო­ლო­გი­უ­რი და-ძმე­ბი მი­ვი­ღოთ.

- ჯგუფ­ში „ვე­ძებ“ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებს ეძე­ბენ, ხში­რად წე­რენ, ოღონდ იპო­ვონ და აუ­ცი­ლებ­ლად აპა­ტი­ე­ბენ, რომ გა­აშ­ვი­ლეს. თქვე­ნი რას ფიქ­რობთ ამ თე­მა­ზე?

- ჩვენ ისეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვართ, რომ პა­ტი­ე­ბაც არ ჰქვია, უფრო ბედ­ნი­ე­რი და­სას­რუ­ლია.

- თქვენ­მა დამ, რო­მე­ლიც გა­მო­გეხ­მა­უ­რათ, იცო­და, რომ მის მშობ­ლებს ტყუ­პი გო­გო­ნე­ბი გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი ჰყავ­და?

- მან იცო­და, რომ დედა ორ­სუ­ლად იყო ტყუ­პებ­ზე, თუმ­ცა სა­ნამ გვი­პო­ვი­და, ერთი წლით ადრე გა­ი­გო, რომ ისი­ნი ცო­ცხლე­ბი იყ­ვნენ და გა­აშ­ვი­ლეს. რო­დე­საც ჩვე­ნი პოს­ტი ნახა, მისი დე­ბის ის­ტო­რი­ას ყვე­ლა­ფე­რი და­ემ­თხვა - თა­რი­ღი, წელი და სამ­შო­ბი­ა­რო... ასე ვი­პო­ვეთ ერ­თმა­ნე­თი. მე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ვარ, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ვცხოვ­რობ, ჩემი და ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობს.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!