შაბათი, აპრილი 19, 2025
ფრენები
მთავარიახალი ამბები“ძალიან დიდი კაცი წავიდა. ქართული ხალხური სიმღერის მოამაგე" - გიორგი უშიკიშვილი
თვითფრინავის ბილეთები

“ძალიან დიდი კაცი წავიდა. ქართული ხალხური სიმღერის მოამაგე” – გიორგი უშიკიშვილი

frenis kompensaciafrenis kompensacia

მუსიკოსი, გიორგი უშიკიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ სვანური სიმღერის მემატიანე, ჯუმბერ მუკბანიანი გარდაიცვალა.

“ძალიან დიდი კაცი წავიდა. ქართული ხალხური სიმღერის მოამაგე. სვანური სიმღერის მემატიანე. ძალიან ტკბილი და თბილი კაცი! ჩემი დიდი მეგობარი, ჯუმბერ მუკბანიანი. ბატონი ჯუმბერი 2004 წელს გავიცანი. მაშინ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი ვიყავი და ვატარებდით ეროვნულ დათვალიერება-ფესტივალს. თეკლათის გუნდმა ლაურეატობა მოიპოვა. ასევე ჯუმბერ მუკბანიანს გადავეცით ფოლკლორის ეროვნული პრემია. ძალიან მიხარია, რომ მოვასწარი და სტუდიურად ჩავწერეთ ანსამბლის სიმღერები. დიდი მადლობა მას. იცხოვრა ისე, რომ ერთი წუთი არ უცხოვრია საქართველოზე ფიქრის გარეშე. უზომოდ დამწყვიტა გული და არასდროს, არასდროს დამავიწყდება მისი ამაგი ჩვენი ქვეყნის წინაშე!“, – წერს გიორგი უშიკიშვილი.

Facebook კომენტარები
amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით