ჩვენი ინფორმაციით, პოლიციამ 54 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც 86 წლის დედას სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.
არსებული ინფორმაციით, შვილმა დედის მკვლელობის შემდეგ, დანაშაულის დაფარვის მიზნით, იქირავა მიცვალებულების ჩასასვენებელი მაცივარი, სადაც მოკლული დედა ჩაასვენა. შვილი ორი დღის მანძილზე, როგორც ჭირისუფალი სამძიმარს იღებდა. მკვლელობის სავარაუდო მოტივად პენსია სახელდება. როგორც ამბობენ, დედამ შვილს პენსია არ მისცა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.