ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორმა განაცხადა, რომ “ბიოცენტრიზმის” თეორიის თანახმად სიკვდილის არ არსებობს, ის უბრალოდ ილუზიაა, რომელსაც ჩვენი “ფანტაზია ქმნის”. რობერტ ლანცი ამტკიცებს, რომ ადამიანი სიკვდილის შემდეგ გადადის პარალელურ სამყაროში. მეცნიერის აზრით რასაც ვხედავთ ეს ყველაფერი ჩვენი ფანტაზიის შექმნილია. რობერტ ლანცი ამბობს, რომ ადამიანებს სიკვდილის იმიტომ სჯერათ, რომ მათ ასე ასწავლიან, ან იმიტომ რომ ცნობიერება ცხოვრებას უკავშირებს ორგანოების “მუშაობას”. პროფესორის აზრით სიკვდილი არ არის “გზის” აბსოლუტური დასასრული და ადამიანი პარალელურ სამყაროში აგრძელებს ცხოვრებას. ფიზიკაში დიდი ხანია არსებობს თეორია უსასრულო სამყაროების, სხვადასხვა “სიტუაციებით” და “ადამიანებით”. რაც უნდა მოხდეს, სადღაც უკვე ხდება, რაც ნიშნავს რომ სიკვდილი შეიძლება არ არსებობდეს..
წყარო: ინტერმედია