11 წლის ანდრია ყაველაშვილის დედა ემიგრანტია. ანდრიამ დედის დღე შორიდან წერილით მიულოცა დედას და ლექსიც მიუძღვნა:
„დედა
დედა სიცოცხლის ერთადერთი ნაწილია,
სიცოცხლის აზრია,
ის ჩვენ სიცოცხლეს გვაძლევს,
ის რომ არ იყოს ჩვენთან,
ვერ ვიცოცხლებდით ასე.
დედა, ძალიან მიყვარხარ. ცუდია, რომ ერთად არ ვართ, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარხარ.
იმედი მაქვს, რომ მალე გნახავ. როცა შენ მეხუტები, გული მითბება და სიცოცხლე მემატება.
მიყვარხარ, დედა!“.