ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
ფრენები
მთავარისხვადასხვანათესავები მიცვალებულებს არ კრძალავდნენ, რადან ქონება არ დაუტოვეს

ნათესავები მიცვალებულებს არ კრძალავდნენ, რადან ქონება არ დაუტოვეს

amindi

დაუჯერებელი შემთხვევა ვოლოსში მოხდა. 99 წლის ბერძენი ქალბატონი და მისი 94 წლის ძმა 10 დღის განსხვავებით დაიღუპნენ და მათი დაკრძალვა გარდაცვალებიდან მხოლოდ ერთი თვის შემდეგ მოხდა.

ქალი, მარია გარგა 2019 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა, მისი ძმა, აპოსტოლოს გარგა კი 5 სექტემბერს. ორივე მათგანი სიკვდილამდე საავადმყოფოში იწვა და მათ “საფლავებადაც” აქამდე საავადმყოფოს, ხოლო შემდეგ ვოლოსის სასაფლაოს, Κούκος-ის მაცივრები რჩებოდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საავადმყოფოს სოციალური სამსახური დიდი ხნის მანძილზე აწარმოებდა გამოძიებას და საბოლოოდ მათ პირველი და მეორე ხარისხის ნათესავებს ვერ მიაკვლიეს. თუმცა, მაინც მოძებნეს მათი შორეული ნათესავები, რომლებმაც მკაცრად განაცხადეს, რომ არანაირი ინტერესი და სურვილი არ ჰქონდათ, რომ მოხუცები დაეკრძალათ და ეს ხარჯი გაეწიათ, რადგან მათ არანაირი მატერიალური ქონება არ დაუტოვეს.

საბოლოოდ დაკრძალვის ხარჯების დაფარვა მუნიციპალური სასაფლაოს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა და მოხუცები სიკვდილიდან 1 თვის შემდეგ დაასაფლავეს.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!