მომღერალი, ია მანიჟაშვილი აცხადებს, რომ მომღერალი, გელა გნოლიძე მის სიმღერას უნებართვოდ მღერის.
ამასთან, ია მანიჟაშვილი აცხადებს, რომ კომპოზიტორ, რუსა მორჩილაძის წინააღმდეგ საავტორო უფლებებზე დავის წამოწყებას აპირებს. მომღერალი, რომელიც 2000-იან წლებში დასთან ერთად დუეტ “ემით” გახდა პოპულარული, მეათე წელია, რაც ამერიკაში ცხოვრობს.
იას მეუღლეც ცნობილი მუსიკოსია – დავის ახლა ნიუ-იორკში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუსიკალური სტუდია აქვს და წარმატებით მოღვაწეობს.
“მზე ისევ ამოვა” რუსა მორჩილაძემ ჩვენთვის, ჩვენი შეკვეთით დაწერა და ჩვენ მისგან შევიძინეთ სიმღერა მაშინ საკმაოდ სოლიდურ ფასად. ქალბატონმა რუსუდანმა “ცენტრ-პოინტის” ბინებივით მეორედ და მესამედ გაყიდა. სიმღერა უკანონოდ მიჰყიდა დავით დოიაშვილს სპექტაკლისთვის ჩვენი კუთვნილი ტექსტით, რომელიც მანანა გურგენიძეს ეკუთვნის…