სამშაბათი, აპრილი 22, 2025
ფრენები
მთავარიახალი ამბებითბილისი ფერდი ჩამოიშალა - შემთხვევა დღეს მოხდა
თვითფრინავის ბილეთები

თბილისი ფერდი ჩამოიშალა – შემთხვევა დღეს მოხდა

frenis kompensaciafrenis kompensacia

თბილისში, ტიციან ტაბიძის პირველი შესახვევის N24-თან მდებარე ფერდი ჩამოიშალა, ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

“ადგილზე იმყოფებიან თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების, გარემოს ეროვნული სააგენტოს, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიისა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები, რომლებიც შეისწავლიან, რა გახდა მიწის მასის ჩამოშლის მიზეზი.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ფერდის დათვალიერება. სპეციალისტების პირველადი დასკვნის საფუძველზე, თბილისის მერია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, მუნიციპალიტეტი მზადაა, უზრუნველყოს ისინი დროებითი საცხოვრებელი ფართებით,” – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Facebook კომენტარები
amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით