არა მონობას – ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრი აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“ახალი ამბავი გაიგეთ?
2 ნაბიჯი • 2 Nabiji ზარზეიმით გვამცნო მოლარე კონსულტანტებს ხელფასი გავუზარდეთ 750 ლარამდეო და შემოგვესიეთო
ახლა უკვე 750 ლარად შეგვიძლია ვიყოთ მოლარე-კონსულტანტი საწყობის “მუშა” დაცვა დამლაგებელი და ჩაკ ნორისი.
გილოცავთ ახლა მთელი 750 ლარის სანაცვლოდ შეგვიძლია გავხეხოთ საპირფარეშო და იატაკები, მერე ბედნიერი სახით გავიქცეთ ავუწონოთ ძეხვი მომხარებელს, მივასწროთ სალაროსთან გავატაროთ და ცალი თვალით ვაკონტროლოთ დარბაზში ვინმე რამეს ხომ არ იპარავს თუ გაგვიმართლებს თვის ბოლოს დანაკლისსაც არ ჩამოგვაჭრიან და ზეგანაკვეთურსაც მოგვცემენ, ან არა ! მაგრამ არაუშავს მთავარია ხელფასი გვაქვს მთეეელი 750 ლარი